„კადისისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის მატჩზე, ანგარიშზე, მოგებასა და წაგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძელთა ანუ „კადისის” არგენტინელმა მეკარემ ხერემიას, იგივე კონან ლედესმამ მთელი მინდორი გადაკვეთა და გულშემატკივარს, რომელსაც ტრიბუნაზე გულის შეტევა მოუვიდა, დეფიბრილატორი მიურბენინა.
ლა ლიგის თამაში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე” თითქმის ერთი საათით შეჩერდა. ამ მომენტისთვის ჩავის გუნდი ფრენკი დე იონგისა და რობერტ ლევანდოვსკის გოლებით 2:0-ს იგებდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთი იყო დარჩენილი.
ფეხბურთელებმა ტრიბუნაზე მღელვარება შეამჩნიეს და მსაჯმა შეხვედრა გააჩერა. „მუნდო დეპორტივო” წერს, რომ ამ დროს მაყურებელს გულის შეტევა მოუვიდა. და აი, ლედესმამ წამის დაუკარგავად დაავლო ხელი საციცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო აპარატურას და რაც ძალა და ღონე ჰქონდა ტრიბუნასთან მიარბენინა, შემდეგ კი იქ ვიღაცას აუგდო.
ფეხბურთელები ლოცულობდნენ. 15 წუთის შემდეგ მსაჯმა გუნდები გასახდელში გაუშვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულშემატკივარი საავადმყოფოში წაიყვანა, სადაც ახლა იმყოფება.
თამაში რომ განახლდა, „ბარსელონამ” კიდევ ორი გოლი გაიტანა. ეს ანსუ ფატიმ და ოსმან დემბელემ შეძლეს.
ხუთი ტურის შემდეგ „ბარსელონა” 13 ქულით პირველ ადგილზეა, „კადისს” კი ხუთივე წაგებით და ბურთების სხვაობით 0:14 ბოლო პოზიცია უჭირავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
