საქართველო ევროპას უმასპინძლებს

Home კატეგორიის გარეშე საქართველო ევროპას უმასპინძლებს

უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატს ორი მასპინძელი ეყოლება – საქართველო და რუმინეთი.

ფინალური ეტაპი ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება. ბუნებრივია, საქართველო და რუმინეთი, როგორც მასპინძლები, პირდაპირ არიან დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე.

გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი რუმინელებს ერგოთ, ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".