საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ჯერ უცნობია, დაესწრებიან თუ არა კონტინენტის პირველობის მატჩებს მაყურებლები. ასევე უცნობია სად და რა ფორმატით ჩატარდება ევრო 2020. ამ ეტაპზე ქალაქები ცნობილია, მაგრამ ყველგან ისევ გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, ამიტომაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
„თუ როგორი სცენარით ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი, გადაწყვეტილებას 2021 წლის 5 მარტს მივიღებთ. შევხედავთ რომელ ქვეყანაში რა სიტუაცია იქნება. მაყურებლებს რაც შეეხებათ, ოთხ სცენარს განვიხილავთ: სავსე ტრიბუნები; 50 % მაყურებელი; 20-30 % დასწრება; ცარიელი ტრიბუნები. მარტამდე არანაირი ცვლილების შეტანას არ ვაპირებთ“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020 მომავალ, 2021 წელს გაიმართება…
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება