ანდრეა ანიელი ის კაცია, რასაც გულში ამოიჭრის, აუცილებლად აღწევს. „იუვენტუსის“ ბოსი იმავდროულად ECA (ევროპულ კლუბთა გაერთიანება) თავმჯდომარეც არის, ამ გაერთიანებაში კი 232 კლუბი შედის. ანიელიმ უკლებლივ ყველა კლუბს დაუგზავნა დოკუმენტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის რეფორმას ეხება. ანიელიმ კლუბებს სთხოვა, 6 ივნისამდე განიხილონ დოკუმენტი და ჩამოყალიბდნენ. ამ დღეს 232 კლუბის წარმომადგენელი მალტაზე შეიკრიბება და სავარაუდოდ, რევოლუციასაც დააანონსებს....
ჭდე: უეფა
ჩემპიონთა ლიგა შაბათ-კვირასო?
ბევრჯერ უთქვამთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სრულყოფილებასთან ახლოს მყოფი შეჯიბრებაა, მაგრამ ვინაიდან ამქვეყნად სრულყოფილება არ არსებობს, უეფა და ევროპის კლუბთა ასოციაცია მისი გადასხვაფერების ვარიანტებზე ფიქრობენ. ამ ეტაპზე გეგმაშია 2021 წლიდან ლიგის თამაშების შაბათ-კვირას ჩატარება. ზემოთ ნახსენებ ორ ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ეს შეჯიბრებას გააძლიერებს როგორც სპორტული, ასევე კომერციული კუთხით. თავისთავად იდეა ახალი არ გახლავთ. მას უკვე წლებია...
CR7-ის ბანაკი: მოდრიჩი სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა
ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო. ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა. მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე...
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და თავდამსხმელი
30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს უეფა დაჯილდოებათა დიდ ცერემონიალს მოწყობს. ადრე მოგახსენეთ, რომ ამ შოუზე უნდა გამოვლინდეს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე როგორც კაცებს ასევე ქალებს შორის. სამმოთამაშიანი შორთ-ლისტები უკვე ცნობილია. ახლა ევროპული ფეხბურთის გამგებლებმა 2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის სამკაციან შორთ-ლისტებს აჰხადეს ფარდა. ესენია: მეკარეები:...
30 აგვისტოს უეფა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს
უეფამ 2017-18 წლების ევროპის საუკეთესო ქალი და ვაჟი ფეხბურთელების სამკაციანი შორთ-ლისტი გაასაჯაროვა. დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყობა მონაკოში, 30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს. სამი ვაჟი ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ლაპარაკია იმ მწვრთნელებზე, რომლებიც 2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული...



