შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ: ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი...
ჭდე: უეფა
უეფა, ხარისტიასი, საქართველო…
ქართველებს ხშირად გვჩვევია რაიმეს წინასწარ ზეიმი, მით უფრო თუ საქმე ფეხბურთს ეხება. აგერ, უკვე თითქმის 30 წელია ყველა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქულებს ვითვლით. ამას სახლში უეჭველი მოვუგებთ, იმას სტუმრად ფრეს გავუგორებთ და მიზანიც მიღწეული იქნება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება გულშემატკივართა ოცნებებიც ნაადრევად საპნის ბუშტივით სკდება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელ ევროთასებზე „საბურთალოს“ მაგალითიც გამოდგება, როდესაც...
სკანდალური გადაწყვეტილება
გერმანიის საფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტად 27 სექტემბერს ფრიც კელერი აირჩიეს, ის წლების მანძილზე ჯერ ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგის“ გენერალურ დირექტორი, 2010 წლიდან კი პრეზიდენტი გახლდათ. რიგგარეშე არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმაც მას გერმანული ფეხბურთის გაძღოლა ერთხმად ანდეს. კელერმა რაინჰარდ გრინდელი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, მიზეზი კი უკრაინული ფეხბურთის ყოფილი მაღალჩინოსნის,...
ხრისტოს ცრემლები
რასიზმი არა მხოლოდ ფეხბურთის, ზოგადად, 21-ე საუკუნის სენია, თუმცა თუ ამ პრობლემას მხოლოდ სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ამ მდაბიო გამოხდომებს ადგილი ყველაზე ხშირად სწორედ სტადიონის ტრიბუნებზე აქვს. ამა თუ იმ ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფას რასისტული შეძახილებით აყენებენ. ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი სოფიაში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩზე მომხდარ უკავშირდება,...
ვან დაიკი პირველია… მაგრამ მეორე…
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. მოგეხსენებათ, საუკეთესო ქალ და ვაჟ ფეხბურთელს, ასევე საუკეთესო მწვრთნელებს ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედია და ფიფას საიტზე დარეგისტრირებული ქომაგები ირჩევენ. ისინი თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი 10 კანდიდატიდან სამ საუკეთესოს ირჩევენ. მერე ქულები ჯამდება და… საქართველოდან, მოგეხსენებათ, ფიფას მედია პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩვენი სამეული ასეთი გახლდათ: აზარი, რონალდუ,...
ვისი არია აჯობებს?
ევროპამ თავის რჩეული უკვე დაასახელა – „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი. ორშაბათს, 23 სექტემბერს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მილანის ლა სკალას თეტრში დაგეგმილ გალა წარმოდგენისას ფიფა გამოაცხადებს. საღამოს დიდი ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუუდ გულიტი და ტელეწამყვანი ილარია დამიკო გაუძღვებიან. ტრადიციულად, ფიფა საუკეთესოებს ამ ნომინაციებში გამოავლენს: საკუთესო ფეხბურთელი ქალი საუკეთესო ფეხბურთელი კაცი საუკეთესო მწვრთნელი ქალი საუკეთესო...
რა ღირს ჩემპიონთა ლიგა?
ჩემპიონთა ლიგის ახალი გათამაშების დაწყების წინ უეფამ გამოაქვეყნა ოფიციალური მონაცემები, როგორი იქნება საპრიზო თანხები წლევანდელ ევროტურნირებში. ახალი არაფერია, რადგან უეფა სარეკლამო კონტრაქტებს სამწლიანი ციკლით აფორმებს და ახლები მხოლოდ 2021 წელს დაიდება. ორი ევროტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 3,25 მილიარდი ევროა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი ტარიფებია: მოგება -2,7 მილიონი. ფრე – 0.9 მილიონი. ჯგუფიდან გასვლა –...
უეფამ მესამე ევროთასი მონათლა
გერმანული „ბილდის“ ინფორმაციით, უეფამ სახელი შეურჩია მესამე ევროთასის გათამაშებას, რომლის სტარტიც 2021-2022 წლებისთვის არის დაგეგმილი. ტურნირს „კონფერენციათა ლიგა“ ერქმევა და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 8 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა 1/8-ფინალში, მეორეადგოლოსნები კი ევროპის ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასულებს შეხვდებიან. ტურნირის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ევროპის ლიგის საგზურს მიიღებს. ფორმატის საბოლოო დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია....
მეხელენი ევროპიდან მოკვეთეს
შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა. მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია,...
მილანი ევროპიდან მოკვეთეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან...









