ჭდე: უეფა

Home უეფა
ნადირობის სეზონი გაიხსნა!
ჩანაწერი

ნადირობის სეზონი გაიხსნა!

როგორც კი ხმა გავარდა, რომ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, იმწუთასვე ცნობილი გახდა, რომ „რეალს” რაჰიმ სტერლინგის გადაბირება უნდა. „იუვენტუსს” კი პეპ გვარდიოლას მწვრთნელად მიყვანა სურს, თუმცა ეს ხომ მანამდეც ცნობილი იყო. პრინციპში, არც სტერლინგი მონდომებია „ლოს ბლანკოსს” უეფას ვერდიქტის შემდეგ. გარემარბის სანაცვლოდ მადრიდის კლუბი „ქალაქელებს” ისედაც უმზადებდა 180 მილიონ გირვანქას, მაგრამ ახლა იმედი...

რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?
ჩანაწერი

რას ამბობდა „სიტი”, რას ამბობს, რას მოიგებს და მერე რა, რომ მოიგებს?

პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ეს დღე არ დადგებოდა. უეფას „ფეარ ფლეის” გამომძიებელთა 15 თვიანი ჩხრეკის განმავლობაში კატალონიელს „პარტიული ხაზი” ეჭირა: მთელი ძალ-ღონით იცავდა შეიხ მანსურისა და აბუ დაბის რეჟიმის პატიოსნებას. ვისაც რა უნდა ეთქვა, ის იმეორებდა, რომ „სიტის” დისკვალიფიკაცია არ ემუქრებოდა. „გაიგეთ, ჩვენ არავინ არსაიდან მოგვკვეთავს. მე მჯერა ჩვენი თავმჯდომარის, ჩვენი აღმასრულებელი შეფის და...

უეფამ სიტის ევროპა დაუხურა
ჩანაწერი

უეფამ სიტის ევროპა დაუხურა

სენსაციური ცნობა უეფასგან:  მომდევნო ორი სეზონში „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ითამაშებს. ფინანსური ფიერ ფლეის დარღვევისთვის უეფამ „სიტი“ ლიგიდან 2020 -2021 და 2021 -2022 წლით მოკვეთა. ასევე, პეპ გვარდიოლას ბოსები ჯარიმის სახით 30 მილიონ ევროს გადახდიან. ეს ყველაფერი მომავალი სეზონიდან, წლეულს კი „სიტი“ მერვედფინალშია და მეტოქედ 2016-2018 წლებში ლიგის ზედიზედ სამჯერ მომგები მადრიდის „რეალი” ჰყავს....

ფეხბურთელებო, ერიდეთ პოლიტიკას
ჩანაწერი

ფეხბურთელებო, ერიდეთ პოლიტიკას

– ეჰ, სულ ტაქსის მძღოლი კი არ ვიყავი... – ალბათ ორი საუნივერსიტეტო განათლება გაქვთ და დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით (ღიმილით)… – არა, ფეხბურთელი ვიყავი. – მიაღწიეთ რამე სერიოზულს? – როგორ გითხრათ. FIFA-მ წლის საუკეთესო თავდამსხმელად მაღიარა… თუ ეს საუბარი თბილისში კი არა, ვაშინგტონში ხდება, UBER-ის ტაქსიში და მძღოლი ზომიერად ფერხორციანი ჭაღარა მამაკაცია, კარგად დააკვირდით. ეს შუახნის თურქი...

ვირ-ეშმაკები
ჩანაწერი

ვირ-ეშმაკები

უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს. საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი  ტაქტიკური სქემა...

საბურთალოს მთაწმინდელი ჩაიბარებს?
ჩანაწერი

საბურთალოს მთაწმინდელი ჩაიბარებს?

მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელ გამარჯვებულს „საბურთალოს“ გია ცეცაძე უთავკაცებს და ეს სულ მალე გაცხადდებაო. არაფერს ვამტკიცებთ, დაველოდოთ და გავიგებთ, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ცეცაძეს ახლა ახალი სამსახური ნამდვილად სჭირდება, რადგან ის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს მიმდინარე შესარჩევი ციკლის დასრულებამდე მოედანზე ვეღარ გაიყვანს. რატომ? უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მას 5...

უკეთესი რა იქნებოდა…
ჩანაწერი

უკეთესი რა იქნებოდა…

შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც 8 წყვილი შედგა. ისეთი თამაშები გველის, თვალი უკეთესს რას ნახავს… თავად შეაფასეთ: ატალანტა – ვალენსია, ატლეტიკო – ლივერპული, ჩელსი – ბაიერნი, დორტმუნდი – პსჟ, ლიონი – იუვენტუსი, ნაპოლი – ბარსელონა, რეალი – სიტი, ტოტენჰემი – ლაიპციგი პირველი მატჩები 18-19 და 25-26 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი...

უეფა, ხარისტიასი, საქართველო…
ჩანაწერი

უეფა, ხარისტიასი, საქართველო…

ქართველებს ხშირად გვჩვევია რაიმეს წინასწარ ზეიმი, მით უფრო თუ საქმე ფეხბურთს ეხება. აგერ, უკვე თითქმის 30 წელია ყველა შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ქულებს ვითვლით. ამას სახლში უეჭველი მოვუგებთ, იმას სტუმრად ფრეს გავუგორებთ და მიზანიც მიღწეული იქნება, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგება გულშემატკივართა ოცნებებიც ნაადრევად საპნის ბუშტივით სკდება. შორს რომ არ წავიდეთ, წლევანდელ ევროთასებზე „საბურთალოს“ მაგალითიც გამოდგება, როდესაც...

სკანდალური გადაწყვეტილება
ჩანაწერი

სკანდალური გადაწყვეტილება

გერმანიის საფეხბურთის კავშირის ახალ პრეზიდენტად 27 სექტემბერს ფრიც კელერი აირჩიეს, ის წლების მანძილზე ჯერ ბუნდესლიგის კლუბ „ფრაიბურგის“ გენერალურ დირექტორი, 2010 წლიდან კი პრეზიდენტი გახლდათ. რიგგარეშე არჩევნებზე ის ერთადერთი კანდიდატი იყო და დელეგატებმაც მას გერმანული ფეხბურთის გაძღოლა ერთხმად ანდეს. კელერმა რაინჰარდ გრინდელი შეცვალა, რომელიც 2 აპრილს იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო, მიზეზი  კი უკრაინული ფეხბურთის ყოფილი მაღალჩინოსნის,...

ხრისტოს ცრემლები
ჩანაწერი

ხრისტოს ცრემლები

რასიზმი არა მხოლოდ ფეხბურთის, ზოგადად, 21-ე საუკუნის სენია, თუმცა თუ ამ პრობლემას მხოლოდ სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ამ მდაბიო გამოხდომებს ადგილი ყველაზე ხშირად სწორედ სტადიონის ტრიბუნებზე აქვს. ამა თუ იმ ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფას რასისტული შეძახილებით აყენებენ. ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი სოფიაში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩზე მომხდარ უკავშირდება,...