მაშ ასე, ჯერ ადრე კია, მაგრამ შეგვიძლია გავემზადოთ: გადაწყდა, რომ საქართველო – ბელარუსის ფლეი ოფი 2 ივნისს შედგება. მატჩი 21 საათზე დაიწყება და ის ბილეთები იქნება ვარგისი, რომელიც ქომაგობას აქამდე ჰქონდა შეძენილი. 2 ივნისვე შედგება ერთა ლიგის D ჯფუფის მაკედონია – კოსოვოს მეორე ფლეი ოფი. შეგახსენებთ, ფინალში ამ ორ წყვილს შორის უკეთესი შეხვდება და...
ჭდე: უეფა
უეფას ნაშთი და ბალანსი
უეფას კლუბთა ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-ფლეის 49-50-ე პუნქტების თანახმად, ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანების თაობაზე ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად 31 მარტი იყო დათქმული. უეფამ გაითვალისწინა კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება და კლუბებს ანგარიშის წარსადგენ ბოლო ვადად 31 მარტის ნაცვლად 30 აპრილი დაუთქვა.
ევროპა გადაიდო
როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ევრო 2020 უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით ევრო 2021 გახდა. მიზეზი ცხადია – COVID 19, იგივე კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრმაც ჩინეთიდან უკვე ევროპაში გადმოინაცვლა და რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემია გამოაცხადა. ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. მასპინძელი 12 ქალაქი უცვლელია. არადა, ევრო...
შოუ უნდა გაგრძელდესო?
ლარს კრისტერ ოლსენი შვედი კაცია, რომელიც 2007 წლამდე უეფას აღმასრულებელ კომიტეტს უძღოდა, ახლა კი ევროპის წამყვანი ლიგების (მათ რიცხვში პრემიერლიგის, ბუნდესლიგისა და ლა ლიგის) გაერთიანებას უდგას სათავეში. ის ამბობს, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატები აუცილებლად უნდა დასრულდეს! მან აგრეთვე მიმართა ისეთ მსხვილ ტელემაუწყებლებს, როგორებიც არიან Sky და BT. ოლსენი მათ ფინანსურ ზარალზე წასვლისა და ამით მსოფლიო ფეხბურთის გადარჩენისკენ მოუწოდებს....
საშინაო გადაიდო, ველით ევროპულს???
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა: 1 აპრილამდე მისი ეგიდით გამართული ყველა ტურნირი შეჩერებულია. გადაწყვეტილება ლოგიკურია და სრულად ჯდება ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო კონტექსტში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფედერაციის გვერდით ვართ, მაგრამ ბელარუსთან სანაკრებო მატჩის ამბავი ისევ ჰაერშია გამოკიდებული. ქართველი ქომაგისთვის, ეს კონკრეტული და მომდევნო კიდევ ერთი მატჩი, რომელიც იმედია იქნება, ალბათ, უფრო მეტია, ვიდრე მთელი გასული 30...
აუტი ფეხით, ყვითელზე გაძევება
ნიდერლანდური ფეხბურთის მამების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდულ ლიგაში რამდენიმე ახალი წესის ტესტირება მოხდება. მათ შორის უმთავრესი ხუთია: – აუტიდან ბურთის შემოტანა ხელის ნაცვლად ფეხით იქნება შესაძლებელი – ჯარიმის გათამაშებისას ფეხბურთელს შეეძლება, საკუთარ თავს დაუგოროს ბურთი და გააგრძელოს თამაში – ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელს დროებით გააძევებენ დაახლოებით ისე, როგორც რაგბიში ან ჰოკეიში ხდება – შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავი...
მეორე ლიგაში… სიტისთან
მას მერე, რაც უეფამ „მანჩესტერ სიტის” ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, პეპ გვარდიოლა პირველად გამოვიდა საჯაროდ და თქვა, ასი პროცენტით „ეტიჰედზე” დავრჩები, რადგან ამ კლუბთან „განსაკუთრებული რამ” მაკავშირებსო. უეფამ „ქალაქელები” 30 მილიონი ევროთიც დააჯარიმა. თუ არაფერი შეიცვალა, „სიტი” ჩემპიონთა ლიგაში 2022-23 წლების სეზონამდე აღარ ითამაშებს, გვარდიოლას კონტრაქტი კი 2021 წლამდეა. კლუბი უეფას წინააღმდეგ სპორტის არბიტრაჟში აპირებს ჩივილს....
რატომ ახლავე არა?!
ცნობა „მანჩესტერ სიტის“ ევროპული სარბიელიდან ორი წლით იზოლაციის შესახებ არა მხოლოდ ამ გუნდის ქომაგებისთვის, მთლიანად საფეხბურთო სამყაროსთვის შოკისმომგვრელი გამოდგა. ამ თემის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება და რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობაც არის. მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საქმეში მყოფი თუ უკვე პენსიაზე გასული მწვრთნელები, ჟურნალისტები თუ ექსპერტები უეფას ვერდიქტს სხვადასხვაგვარად აფასებენ. მაგალითად, უეფას გადაწყვეტილებას სასაცილოს უწოდებს...
არავითარი სხვა გზა არ გააჩნია!
„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს. პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში...
მერე რა რომ სასჯელია…
ორივე ტოპ კატეგორიის მწვრთნელია და გვეეჭვება, ხედვებში თუ რაიმე პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს, რომელიმე ევროპულმა გრანდმა მათთან თანამშრომლობაზე უარი თქვას. ერთი, 2019 წლის ნოემბრის შემდეგ უმუშევარია და ეს მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონში მისმა გუნდმა ევროსარბიელზე დამაჯერებლად ითამაშა და ფურორამდე სულ ცოტა დააკლდა. მეორეს კი ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს თქვენი მოწონებული, ამჟამინდელ სამსახურშიც თავს მშვენივრად...









