უეფამ ევროპული ლიგების შეფებს ოთხი კვირა მისცა. ამ დროის განმავლობაში მათ ჩემპიონატის განახლების გეგმა უნდა წარადგინონ. დირექტივები პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა და გენერალურმა მდივანმა თეოდორე თეოდორიდისმა გასცეს. არადა, გერმანიაში თითქოსდა ყველაფერი უკვე ჩამოწერილი იყო და ბუნდესლიგას 9 მაისს ბურთიც უნდა გაეგორებინა, მაგრამ საქმეში ქვეყნის ვირუსოლოგები ჩაერიენ, რომელთაც თქვეს, რომ მაისში covid 19 კვლავ საშიში იქნება და ფეხბურთელები...
ჭდე: უეფა
ფიფამ წილი საქართველოსაც შეახვედრა
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები აწონ-დაწონა და წევრი ეროვნული ასოციაციებისთვის გასანაწილებლად 150 მილიონი დოლარი გამოძებნა. ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ასოციაციებს პანდემიით გამოწვეული კრიზისული პერიოდის დაძლევაში დაეხმარება. ფიფას წევრი 211 ასოციაციიდან თითოეული 500 ათას დოლარს მიიღებს. ამას გარდა, ფიფა თითოეულს სრულად გაუსტუმრებს არამხოლოდ 2019, არამედ 2020 წელში გადასახდელ თანხებსაც....
ივნისის შუიდან ივლისის ბოლომდეო
პრემიერლიგის შეფები შეწყვეტილი სეზონის დამთავრებას ივლისის ბოლოს აპირებენ. უეფასა და სხვა ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან ვიდეოთათბირისას მათ ბოლო დღედ 31 ივლისი ახსენეს. ეს გადაწყვეტილება, შეთანხმება თუ თარიღი უეფას საშუალებას მისცემს ევროთასები აგვისტოში ჩაატაროს. თავის მხრივ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ, კერძოდ კი კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა ფეხბურთის ბოსებს რჩევა მისცა, როდესაც შეწყვეტილ სეზონს განაახლებთ, ხალხს ტელერეპორტაჟებში ფულს ნუ გადაახდევინებთო. ინგლისის...
WHO what?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოუწოდა უეფას, რომ ყველა საერთაშორისო შეჯიბრება მომავალი წლის ბოლომდე გადადოს. „ჯანმოს“ ექსპერტთა აზრით, მხოლოდ ამ გზით შეიძლება კორონავირუსის პანდემიის მეორე და მომდევნო ტალღების თავიდან აცილება. ეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ვიდეოზარისას გაჟღერდა, რომელიც გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან უეფაში შევიდა. ხსენებულ ვიდეოზარს წინ უძღვოდა უეფას მიერ მისი წევრი ასოციაციებისთვის დაგზავნილი რეკომენდაცია, ჩაამთავრონ მიმდინარე სეზონი...
არსენალს ლიგაში რა უნდა?
უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...
კორონა სან-სიროზე აფეთქდა
უეფას პრეზიდენტს სამშობლოში აკრიტიკებენ. ალექსანდერ ჩეფერინის საქმიანობით სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეშ იანშაა უკმაყოფილო. „ის, რომ ფეხბურთი პანდემიის გამოცხადებიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ შეწყდა, უპასუხისმგებლო და დანაშაულია. ჩეფერინიმ დაუშვა, რომ ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩი ჩატარებულიყო, რაც საბოლოოდ ბიოლოგიური ბომბი გამოდგა. უეფამ არ გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებები, თუმცა რა გასაკვირია, მათ ხომ მხოლოდ ფული ადარდებთ,”-...
ოპტიმიზმი: ლიგა აგვისტოში
ბრიტანული მედიის ცნობით, უეფა სულ უფრო მეტად იხრება იმ ვერსიისკენ, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევრიპა ლიგის დარჩენილი ნაწილი აგვისტოში გაიმართოს. მთლიანად ეს პროცესი სამ კვირაში უნდა ჩაეტიოს. ამავე გეგმის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატები არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა უნდა განახლდეს და ივლისის ბოლომდე დასრულდეს. აპრილში უეფამ ევროტურნირები უვადოდ გადადო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ევროთასები შემოდგომით დაგვიბრუნდებოდა. უეფას...
ფიფა ვადებს აუქმებს
უახლოეს 48 საათში ფიფა ოფიციალურად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო სეზონის უვადოდ გაგრძელების შესახებ. ამის შემდეგ თავად ნაციონალურმა ასოციაციებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დაასრულებენ ჩემპიონატებს. ამას გარდა, დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, კლუბებს კი უფლება მიეცემათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დროებითი, ე.წ. „საშემსრულებლო“ კონტრაქტები გაუფორმონ ფეხბურთელებს, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურებათ. ჯერჯერობით უცნობია უეფას...
ჩეფერინმა ვადა დათქვა
უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ამბობს, რომ თუ შეწყვეტილი 2019-2020 წლების საფეხბურთო სეზონი ივლისამდე ვერ განახლდება, ის შეიძლება გამოვიტიროთ. ჩეფერინმა ევროპის საფეხბურთო დიდმოხელეებთან არაერთი კონსულტაცია გამართა და ყველა ღონე იხმარა რაიმე გამოსავალი რომ მოეძებნათ. 52 წლის სლოვენიელმა იურისტმა იტალიურ „ლა რეპუბლიკას” მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა: „ჩვენ ვცდილობთ მაისის შუაში, ან მაქსიმუმ ილისამდე განვაახლოთ შეწყვეტილი სეზონი, მაგრამ...
უეფამ ფინალები გადადო
უეფამ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი პანდემიის გამო იმთავითვე ერთი წლით გადადო, ევროტურნირების ფინალები კი დაახლოებით ერთი თვით – ივნისის ბოლოსთვის გადაიტანა. ეს ყველაფერი წევრ ასოციაციებთან კონსულტაციების შემდეგ იყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი უეფამ ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე გამოაცხადა, რომ ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალები, ასევე ქალთა ჩემპიონთა ლიგის გადამწტვეტი შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. შეგახსენებთ, რომ...









