უეფამ 2019 წლის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად გააკეთეს, თუმც ბოლო წუთს ერთი უცნაური რამ მოხდა, რის გამოც, ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ჩინოვნიკები კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოაქციეს.
საქმე ის არის, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ლიონელ მესიზე, სადიო მანეზე და რობერტ ლევანდოვსკიზე ნაკლები ხმები დააგროვა და წლის სიმბოლურში ვერ ხვდებოდა… უცებ კი ტაქტიკური სქემა შეცვალეს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამკვიდრებული 4-3-3 გადააკეთეს და 4-2-4 დაადგინეს, შედეგად, „გუნდს“ ერთი ნახევარმცველი (ნგოლო კანტე) გამოაკლდა და ერთი შემტევი (კრიშტიანუ რონალდუ) დაემატა.
ამ ნაბიჯმა სერიოზული დაღი შეიძლება დაასვას ამ გამოკითხვის ნამდვილობას.
თავიდან, შემადგენლობა გასულ კვირას უნდა გამოეცხადებინათ, მაგრამ ერთი კვირით გადადეს. როგორც აღმოჩნდა, რონალდუს გამო.
კრიშტიანუს უეფას მაღალჩინოსნებზე დიდი გავლენა აქვს და შედეგმაც არ დააყოვნა. ოფიციალურად განაცხადეს: რონალდუ სიმბოლურში იმიტომ შევიყვანეთ, პორტუგალიის ნაკრებმა ერთა თასის პირველი გათამაშება რომ მოიგოო.
საბოლოოდ კი ნაკრებმა ასეთი სახე მიიღო
მეკარე: ალისონი
მცველები: ალექსანდერ-არნოლდი, დე ლიხტი, ვან დეიკი, რობერტსონი
ნახევარმცველები: დე იონგი, დე ბრუინი
თავდამსხმელები: მესი, მანე, ლევანდოვსკი, რონალდუ.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
სიახლეები26/05/2026 | 21:25ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
კატეგორიის გარეშე16/04/2026 | 16:09მბაპე 70
