საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში მეორე შეხვედრა გამართა. საფრანგეთთან გამარჯვების (9:7) შემდეგ, რითაც გუნდმა პრაქტიკულად პლეი-ოფის საგზური გაინაღდა, ჩვენები ძალიან ძლიერ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ბერძნებმა პირველი შეხვედრა იტალიასთან წააგეს და სათამაშოდ ძალიან მოტივირებულნი გამოვიდნენ.
სამწუხაროდ, მოწინააღმდეგემ ყველა ინტრიგა პირველსავე ტაიმში მოკლა და ცხრა ბურთით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ საქართველომ ბევრად უკეთესად ითამაშა და ლოკალური წარმატებაც იზეიმა, საქართველომ ტაიმი – 8:6 მოვიგო, საბოლოოდ კი 10:17 დავმარცხდა.
18 იანვარს, საქართველო იტალიას შეხვდება… იტალია კი არა მხოლოდ ჩვენებთან არის ფავორიტი, ევროპის ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატია…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
