
არ არის გამორიცხული, ჩემპიონთა ლიგამ იერსახე იცვალოს. „ბაიერნის” ბოსმა, 65 წლის კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ უეფა „საფეხბურთო კვირის” პროექტს სერიოზულად განიხილავს.
იდეა, 2020 წელს, კორონაპანდემიის გამო, დასკვნითი ეტაპის (მეოთხედფინალიდან) ერთ ქალაქში, ლისაბონში ჩატარების შემდეგ გაჩნდა, მაგრამ თუკი შარშან „საფეხბურთო კვირა” ნებაყოფლობითი არ ყოფილა, დიდი შანსია, რომ მომავალში გახდება.
მიზანი ასეთია: ისევე, როგორც ამერიკულ ბურთაობაში, სეზონი ნამდვილ ფეხბურთშიც საჩვენებელი შოუთი, დიდი შეჯიბრებით დასრულდეს. ამერიკულ ბურთაობაში ამას „სუპერ ბოულს” უწოდებენ. რუმენიგე მიიჩნევს, რომ გეგმა ძალიან საინტერესოა.
ლაპარაკია, ნახევარფინალებისა და ფინალის ერთ ქალაქში გამართვაზე.
გარდა დასკვნითი ნაწილისა, რუმენიგემ ჯგუფურ ეტაპზეც გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, დღეს ჩემპიონთა ლიგის ყველაზე სუსტი ადგილი სწორედ ჯგუფური ეტაპია, რომელიც მოსაწყენი გახდა. „ბაიერნის” ბოსმა თქვა, რომ უეფა ამის გამოსწორებაზეც მუშაობს, თუმცა დეტალები აღარ დაუზუსტებია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
