ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

Home ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილმა ჩელენჯერი გაიხსენა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ჩელენჯერი გაიხსენა

30 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს არც თუ კარგი დროება უდგას. ჩვენებური უკვე ჩელენჯერის ტურნირებშიც კი გამოჩნდა და ეს, შესაძლოა, წაადგეს კიდეც. ბასილაშვილმა პირველ მატჩში უკვე გაიმარჯვა, რაც ფსიქოლოგიურად გამოადგება. ბასილაშვილმა რუანის ტურნირზე კვალიფიკაციიდან გამოსულ ფრანგ ანტუან ჰოანგს 7:6, 4:6, 6:2 სძლია. მატჩი 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. არადა, თამაში ისე დაიწყო, ბოლო პერიოდის...

გაიხსენა…
ჩანაწერი

გაიხსენა…

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო მოგება 29 ივნისს, ქუენტინ ჰალისთან ჰქონდა მოგებული და ეს ხანგრძლივი სერია ისევ ფრანგ ჩოგბურთელთან შეწყვიტა. 30 წლის ბასილაშვილმა პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჰალი პირველ წრეში 6:3, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა: ორივე სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი მეშვიდე გეიმში გაახერხა და ორივე სეტში ერთი გეიმის მოგებაც კი გადამწყვეტი...

ბასილაშვილი კორტზე ვერ იგებს
ჩანაწერი

ბასილაშვილი კორტზე ვერ იგებს

სასამართლოს მოგების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზეც შეეცადა წაგებათა სერიის შეწყვეტას, მაგრამ რუს დანილ მედვედევთან ვერაფერს გახდა. ჩვენებურმა ზუსტად საათში, იოლად დათმო მატჩი — 2:6; 2:6. ეს ვენის 500-იან ტურნირზე მოხდა, სადაც ორგანიზატორებს ერთი იაღლიში გაეპარათ: ისინი ყველა მონაწილეს გამამხნევებელ ბანერს მის მშობლიურ ენაზე უწერენ. ბასილაშვილის მოსასვენებელ მხარეს კი ქართული ასოებით ეწერა – დავაი, ნიკოლოზ! ეს...

ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა
ჩანაწერი

ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში იყო ბრალდებული, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი.

მკვეთრი ვარდნა…
ჩანაწერი

მკვეთრი ვარდნა…

გამოქვეყნდა ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგები, რომელშიც მკვეთრად გაიუარესა მდგომარეობა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ნიკამ გასულ პერიოდში 600 ქულა დაკარგა, 57 საფეხურით დაქვეითდა და 36-დან 93 პოზიციამდე ჩავარდა. სხვა ქართველ ჩოგბურთელებს რაც შეეხება, აღსანიშნავია საბა ფურცელაძის წინსვლა – ის ერთეულებში 101, წყვილებში კი 92 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად 594-ეა. რაც შეეხება ქალ ჩოგბირთელთა რეიტინგს, აქ ქართველებისთვის...

დაიწყო და დაამთავრა
ჩანაწერი

დაიწყო და დაამთავრა

ეს უკვე ნამეტანია – ბოლო პერიოდში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველასთან ყველაფერს აგებს. ასე მოხდა ამჯერადაც – დღეს დაწყებული აშშ ღია პირველობა  ჩვენებურისთვის უკვე დამთავრდა. წაგებაც არის და წაგებაც – ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის 174-ე ჩოგანთან, ჩინელ იბინ ვუსთან საათნახევარში უშანსოდ დამარცხდა – 3:6; 4:6; 0:6. თუ წინააღმდეგობა ჰქვია, ბასილაშვილმა მეტოქეს პირველ და მეორე სეტში...

ბასილაშვილი ლონდონში მოლდოველთან დარჩა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ლონდონში მოლდოველთან დარჩა

ნიკა ბასილაშვილისა და მოლდოველი რადუ ალბოტის წყვილი უიმბლდონის მესამე წრეში გავიდა, სადაც ტურნირზე მეექვსე ნომრად განთესილ კოლუმბიურ დუეტს – ხუან გაბალსა და რობერ ფარას 3 ივლისს შეხვდება. სამხრეთამერიკელებმა წინა ორი მატჩი დამაჯერებლად, სეტწაუგებლად მოიგეს, ხოლო ალბოტმა და ბასილაშვილმა მეორე წრეშიც გაჭირვებით, 3:2 იმარჯვეს. მათ ამჯერად ეკვადორელი დიეგო იდალგო და კოლუმბიელი კრისტიან როდრიგესი დაამარცხეს – 6:4,...

ბასილაშვილი ჯოკოვიჩამდე შეაჩერეს
ჩანაწერი

ბასილაშვილი ჯოკოვიჩამდე შეაჩერეს

უიმბლდონის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნიდერლანდელ ტიმ ბან რეიტჰოვენის გამარჯვებული მერვედფინალში მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს ჩაგბურთელზე, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე გადიოდა. სამსეტიან და 1.45 – საათიან მატჩში ნიდერლანდელმა გაიმარჯვა. ბასილაშვილმა მეტოქესთან  4:6; 3:6; 4:6 წააგო. ჩვენებურმა მეტოქის მძლავრ ჩაწოდებებს ვერაფერი მოუხერხა. ნიდერლანდელს 21 ეისი ჰქონდა, მაშინ, როდესაც ბასილაშვილმა ეს სულ ორჯერ მოახერხა. ბასილაშვილის ბევრი უნებლიე...

ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა
ჩანაწერი

ბასილაშვილი აგრძელებს, გორგოძემ დაამთავრა

უიმბლდონის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლს მოუგო და ამ პრესტიჟული ტურნირის მომდევენო ეტაპზე გავიდა. როსოლი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზეა, კერკეტი კაკალი გამოდგა და ჩვენებურმა მძიმე ბროლაში იმარჯვა – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3. ბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. პირველი და მეორე სეტი ერთნაირი გამოდგა: ჯერ ბასილაშვილმა დააბრეიკა...

ორდღიანი ბასილაშვილი
ჩანაწერი

ორდღიანი ბასილაშვილი

შტუტგარტის BOSS OPEN-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 769 645 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ლორენცო მუსეტი კი დაამარცხა – 7:5; 6:3 – თუმცა, ამის გაკეთებას ორი დღე მოუნდა. გუშინ დაწყებული თამაში წვიმის გამო მაშინ გადაიდო, როდესაც ჩვენებურს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა. პირველი სეტში ორივე ჩოგბურთელი კარგად აწვდიდა, თითქოს ტაი ბრეიკიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბოლო, მე-12 გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი...