ეს უკვე ნამეტანია – ბოლო პერიოდში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველასთან ყველაფერს აგებს. ასე მოხდა ამჯერადაც – დღეს დაწყებული აშშ ღია პირველობა ჩვენებურისთვის უკვე დამთავრდა.
წაგებაც არის და წაგებაც – ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის 174-ე ჩოგანთან, ჩინელ იბინ ვუსთან საათნახევარში უშანსოდ დამარცხდა – 3:6; 4:6; 0:6.
თუ წინააღმდეგობა ჰქვია, ბასილაშვილმა მეტოქეს პირველ და მეორე სეტში გაუწია. თუმცა, ორივეგან თითო საკუთარი ჩაწოდება წააგო, ხოლო საპასუხოდ ვერაფერი გაახერხა. მესამე სეტში რაც მოხდა, ანგარიშიდანაც ჩანს…

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
