უიმბლდონის ტურნირის მესამე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნიდერლანდელ ტიმ ბან რეიტჰოვენის გამარჯვებული მერვედფინალში მსოფლიოს ერთერთ უძლიერეს ჩაგბურთელზე, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე გადიოდა.
სამსეტიან და 1.45 – საათიან მატჩში ნიდერლანდელმა გაიმარჯვა. ბასილაშვილმა მეტოქესთან 4:6; 3:6; 4:6 წააგო. ჩვენებურმა მეტოქის მძლავრ ჩაწოდებებს ვერაფერი მოუხერხა.
ნიდერლანდელს 21 ეისი ჰქონდა, მაშინ, როდესაც ბასილაშვილმა ეს სულ ორჯერ მოახერხა. ბასილაშვილის ბევრი უნებლიე შეცდომაც ჰქონდა – 33. ამ ყველაფერმა კი, მარტივ წაგებამდე მიიყვანა.
პირველ სეტში ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება მეცხრე გეიმში დათმო და სეტიც ზედ მიაყოლა – 4:6.
მეორე სეტში თავიდან 1:5 ჩამორჩა. მართალია, სხვაობის შემცირება (3:5) მოახერხა, მაგრამ იქვე საკუთარი ჩაწოდებაც წააგო.
მესამე სეტი პირველის მსგავსი გამოდგა – ბასილაშვილმა საკუთარი ჩაწოდება ისევ მეცხრე გეიმში დათმო და… უიმბლდონის ერთეულთა თანრიგიც. ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონში წყვილთა შორის აგრძელებსა თამაშს – ბასილაშვილისა და მოლდოველი რადუ ალბოტის დუეტი. თუ ვინ იქნება მათი მეტოქე, ამ ეტაპზე უცნობია.
წყვილთა შორის თამაშობს ნათელა ძალამიძეც, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უიმბლდონის წინ გადაწყვიტა. ძალამიძე-კრუნიჩის წყვილმა 6:3, 7:5 დაამარცხა ფრიდსმანი-ლის დუეტი. ქართველი და სერბი მე-2 წრეში მეტოქეთა ვინაობას მალე გაიგებენ. ძალამიძე შერეულ წყვილთა შორის დღეს ითამაშებს – ესპანელ ფერნანდეს ვეგასთან ერთად მირზა-პავიჩის დუეტს გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
