ნიკოლოზ ბასილაშვილს ბოლო მოგება 29 ივნისს, ქუენტინ ჰალისთან ჰქონდა მოგებული და ეს ხანგრძლივი სერია ისევ ფრანგ ჩოგბურთელთან შეწყვიტა.
30 წლის ბასილაშვილმა პარიზის მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) ჰალი პირველ წრეში 6:3, 6:4 დაამარცხა.
მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა: ორივე სეტში ბასილაშვილმა ბრეიკი მეშვიდე გეიმში გაახერხა და ორივე სეტში ერთი გეიმის მოგებაც კი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ბასილაშვილის მეტოქე პარიზის მასტერსის მე-2 წრეში ხორვატ მარინ ჩილიჩსა და იტალიელ ლორენცო მუსეტის შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი ჰქონდა და ის ერთი გამარჯვებაც იმის წყალობით ჩაიწერა აქტივში, რომ მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
