დიდი ხანია სათაურში გამოტანილი სიტყვები არ დაგვიწერია. დიახ, ქართველმა ჩოგბურთელმა 18 თებერვლის შემდეგ პირველად მოიგო. ამასობაში კი ბასილაშვილი რეიტინგში კატასტროფულად დაქვეითდა და ახლა არათუ ATP-ს, არამედ ჩელენჯერის ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპებში მონაწილეობს. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი იტალიის ქალაქ ბერგამოში მიმდინარეობს, სადაც ნიკამ მსოფლიოს 347-ე ჩოგანს, ლიბანელ ჰადი ჰაბიბის ორ სეტში, 6:4, 6:1 სძლია. პირველ სეტში ბასილაშვილმა გადამწყვეტი...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილის თავისუფალი ვარდნა
დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბრიტანელ ლიამ ბროდთან 4:6; 3:6 წააგო და რეიტინგში დიდი ვარდნა ელის. ბასილაშვილმა შარშან დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშა, წლეულს კი ძირითადი ბადეშიც ვერ გააღწია და ქულები დაუცველი დარჩა. ბროდთან მოსაგებად კი, ჩვენებურს შანსიც არ ჰქონია: პირველ სეტში პირველივე ჩაწოდება დათმო, ბოლოს სეტპოინტი კი გადაარჩინა, მაგრამ იქვე...
ბასილაშვილს დოჰა სჭირდება
ასეც ხდება… ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს დოჰას 250 ქულიანი ტურნირი მოიგო, 2022 წელს ფინალი წააგო, ხოლო 2023-ში საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. სადღეისოდ რეიტინგში 84-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი კიდევ უფრო დაქვეითდება, თუ წელსაც მინიმუმ ფინალში არ გავა. საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე თურქი ჩემ ილკელი იყო, რომელსაც ჩვენებურმა ორ სეტში მოუგო – 6:3 7:5. ნიკა შემდეგ წრეში...
ბასილაშვილმა ვისაც მოუგო, იმასთან წააგო…
ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული საქმეები სულ უფრო და უფრო უკან მიდის. ერთ დროს საუკეთესო ოცეულში მყოფი და ყველასთვის უხერხული მეტოქე ახლა ყველასთან აგებს. ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის საკვალიფიკაციო წრეში ჩაება, რადგან რეიტინგი მეტის უფლებას არ აძლევს. იქ კი, მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა და ძირითად ბადეში მოსახვედრი ფინალი წააგო. ბასილაშვილი ფრანგ კონსტან ლესიენთან 5:7; 4:6 დამარცხდა...
როგორც იქნა, მოიგო…
გაიხსენა, როგორც იქნა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო – საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში ფრანგი კონსტანტ ლესიენი 6:7, 7:5, 6:2 დაამარცხა. პირველ სეტში ბასილაშვილი დაწინაურდა, მაგრამ როდესაც სეტზე აწვდიდა, ფრანგს ქულა მაშინ გაატანა. მეორე სეტში ბასილაშვილმა პირველი ჩაწოდება წააგო და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მატჩსაც მიაყოლებდა, მაგრა მ თამაში დაალაგა და უკვე თავად დაწინაურდა. ნიკოლოზი ისევ...
დაიწყო და დაამთავრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ჩვენებური ამერიკელ ტეილორ ფრიტცთან 4 სეტში – 4:6; 2:6; 6:4; 5:7 დამარცხდა. არადა, ბასილაშვილმა კარგად დაიწყო – მესამე გეიმშივე ბრეიკი გაახერხა, შემდეგ 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ დათმო გეიმები და სეტიც ზედ მიაყოლა – 4:6. მეორე სეტში 4:2 უკვე ფრიცი დაწინაურდა და ანგარიში 2:0 გახადა. მესამე სეტი ბასილაშვილმა...
შედი, ნიკოლოზ, ფორმაში
16 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კორტზე 17-ში გავა და მეტოქედ მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი ეყოლება. საწყის ტურშივე ტურნირის ერთერთ ფავორიტთან მატჩი ჩვენიანის ბოლოდროინდელი რეგრესის შედეგია – ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მყოფი ნიკოლოზი, ახლა ასეულთან ახლოს ტრიალებს. თუმცა, ბასილაშვილი – ფრიცის ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა – ორჯერ ქართველმა მოიგო, ორჯერაც ამერიკელმა...
ბასილაშვილს მოგება მოენატრა
დაიწყო 2023 წელი და ნიკოლოზ ბასილაშვილი 2022-ის მსგავსად წაგებების „შეგროვებას“ შეუდგა. ნიკამ წლის პირველი მატჩი 2 იანვარს, ინდოეთში, პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან წააგო, ხოლო დღეს, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში კვალიფიკაციის ნახევარფინალში, შვედ მაიკლ იმერთან ორ სეტში დამარცხდა. უფრო სწორად, ნიკამ პირველი სეტი 1:6 წააგო, ხოლო მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, თამაში შეწყვიტა. სავარაუდოდ, ბასილაშვილი...
ნიკასთვის რუანი დამთავრდა
საფრანგეთის ქალაქ რუანში მიმდინარე ჩელენჯერის სერიის ტურნირს ნიკოლოზ ბასილაშვილი მეოთხედფინალში დაემშვიდობა. ჩვენებური მასპინძელ უგო გასტონს დაუპირისპირდა და 7:6(2), 2:6, 1:6 დამარცხდა. ბრძოლა პირველ სეტში შედგა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი ბრეიკზე მოიგო. შემდეგ კი უპირატესობას ფრანგი სპორტსმენები ფლობდა და მარტივად მოიგო. შეგახსენებთ, რომ გასტონამდე ბასილაშვილმა ორი ფრანგი – ანტუან ჰოანგი და მატიას ბურჟე დაამარცხა.
ბასილაშვილის მეორე
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. რუანში ჩელენჯერის სერიის ტურნირია და ბასილაშვილს შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს. ამიტომ ჩვენებურის ასეთი კრგი თამაში გასაკვირი არ არის. მეორე წრეში ბასილაშვილმა ფრანგი მატიას ბურჟეს ორ სეტში უპრობლემოდ დაამარცხა – 6:4, 6:2. პირველ სეტში ნიკამ მეხუთე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და ეს სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მეორეში კი 4:0 დაწინაურდა...









