ნიკოლოზ ბასილაშვილმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. რუანში ჩელენჯერის სერიის ტურნირია და ბასილაშვილს შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავს. ამიტომ ჩვენებურის ასეთი კრგი თამაში გასაკვირი არ არის.
მეორე წრეში ბასილაშვილმა ფრანგი მატიას ბურჟეს ორ სეტში უპრობლემოდ დაამარცხა – 6:4, 6:2.
პირველ სეტში ნიკამ მეხუთე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და ეს სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. მეორეში კი 4:0 დაწინაურდა და მერე მატჩის მოგება პრობლემა აღარ ყოფილა.
ბასილაშვილი რუანში კიდევ ერთ ფრანგს შეხვდება – ქართველი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში უგო გასტონს გაეჯიბრება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
