ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი

Home ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი მაკდონალდსმა შეჭამა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მაკდონალდსმა შეჭამა

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის „როლან გაროსი“ მეორე წრეში დასრულდა. ჩვენებური საფრანგეთის ღია პირველობას თითქმის უბრძოლველად დაემშვიდობა. ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდი იყო, ვისთანაც სამ სეტში – 3:6; 1:6; 4:6 დამარცხდა. ქართველმა ძალიან ცუდად დაიწყო. პირველ სეტში ბასილაშვილი პირველივე ჩაწოდებაზე დაბრეიკდა. მართალია, მეექვსე გეიმში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეშვიდე გეიმში მეტოქეს ქულა ისევ დაუთმო და სეტიც წააგო. კიდევ უფრო...

ბასილაშვილის მძიმე გამარჯვება
ჩანაწერი

ბასილაშვილის მძიმე გამარჯვება

„როლან გაროსი“ მძიმედ, მაგრამ გამარჯვებით დაიწყო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე ამერიკელი მაქსიმ კრესი გახლდათ, რომელიც ბაშილაშვილმა 3:6; 2:6; 7:6; 6:4; 6:4 დაამარცხა. ბასილაშვილმა საწყისი ორი სეტი პირწმინდად წააგო და მატჩის მოგების შანსი ძალიან შეიმცირა. მესამე სეტში ჩოგბურთელები ტაი ბრეიკამდე ისე მივიდნენ, ჩაჭოდება არ წაუგიათ. ტაი ბრეიკზე კი ბასილაშვილმა ორჯერ გადაარჩინა მატჩ პოინტი და...

ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო
ჩანაწერი

ბასილაშვილი სოუზამ დაახრჩო

ჟენევაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე ეტაპიდან დატოვა. ჩვენებური პორტუგალიელ ჟოაო სოუზასთან 4:6; 3:6 დამარცხდა. არადა, დასაწყისი ბასილაშვილის იყო – მეტოქეს ჩაწოდებაზე ქულა აართვა, თუმც მალევე მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა, ხოლო სეტის ბოლოს ერთხელაც დაბრეიკდა. მეორე სეტის შუაში სოუზამ მნიშვნელოვანი გეიმი მოუგო ბასილაშვილს, 5:2 დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

ბასილაშვილმა რომი დატოვა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა რომი დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირს მეორე წრეში დაემშვიდობა. ცენტრალურ კორტზე ბასილაშვილის მეტოქე კანადელ დენის შაპოვალოვი იყო. მატჩი ერთ საათს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო – 4:6; 6:7. თუ მეორე სეტის ტაი ბრეკს არ ჩავთლით, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა. ერთადერთი ბრეიკი პირველ სეტში გაკეთდა და ისიც ბოლოს. რვა გეიმი თანაბარი იყო, მხოლოდ მერცხეში...

ბასილაშვილის გზა რომშია
ჩანაწერი

ბასილაშვილის გზა რომშია

რომის 1000-იანი მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 6 008 725 ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურს პირველ წრეში დიდ ბრიტანელ დანიელ ევანსთან ბრძლა მხოლოდ პირველ სეტში გადახდა და საათსა და 46 წუთში იმარჯვა – 7:6, 6:2. პირველ სეტში ნიკა ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა და 2:5-საც აგებდა. თუმცა, ორივეჯერ თამაში შემოატრიალა და ტაი-ბრეიკზე მეტოქე უშანსოდ დატოვა....

ბასილაშვილმა ფონინი გაიარა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა ფონინი გაიარა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წინა კვირაში მიუნხენის ტურნირზე ტიტული ვერ დაიცვა და ბლომად ქულები დაკარგა. შედეგად, ჩვენებური რეიტინგში დაქვეითდა ახლა 27-ე ჩოგანია. დანაკლისის ანაზღაურებას ბასილაშვილი მადრიდში შეეცდება, რომლის პირველ წრე უკვე დაძლია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში – 7:5; 6:4 მოუგო. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. ორივე ჩოგბურთელი ბლომად შეცდომებს უშვებდა. მხოლოდ პირველ...

ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა
ჩანაწერი

ბასილაშვილმა მოგება გაიხსენა

BMW Munich Open-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 534 555 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – ჩვენიანმა სამსეტიან ბრძოლაში ბელარუსი ილია ივაშკა დაამარცხა – 3:6; 6:2; 6:4. ბელარუსი და რუსი ჩოგბურთელები ტურნირებზე ჯერ კიდევ დაშვებული არიან. სავარაუდოდ, „უიმბლდონის“ ტურნირიდან ამ ქვეყნის ჩოგბურთელებს მოკვეთავენ, მაგრამ რატომ სხვა ტურნირებიდან არ აკეთებენ იგივეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია....

ბასილაშვილი მონტე კარლოს მეორედ დანებდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მონტე კარლოს მეორედ დანებდა

მონტე კარლოს საჩოგბურთო ტურნირის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი გრიგორი დიმიტროვს შეხვდა. ჩვენებურმა პირველი სეტი 3:6 წააგო, ხოლო მეორე სეტის მეორე გეიმის შემდეგ თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა. პირველ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებას იგებდა, მხოლოდ ერთხელ, მეექვსე გეიმში დათმო ჩვენებურმა საკუთარი და სეტიც ზედ მიაყოლა. მეორე სეტის დასაწყისშივე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ერთხელაც გააკეთებინა, შემდეგ დიმიტროვის ჩაწოდებაც...

ბასილაშვილი უბრძოლველად გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი უბრძოლველად გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შარშან ინდიან უელსის მასტერსის (საპრიზო ფონდი 8.584.055 დოლარი) ფინალში ბრიტანელ კამერონ ნორისთან (6:3, 4:6, 1:6) დამარცხდა და წლეულს რევანშის შანსი აქვს. ეს ჩოგბურთელები ამერიკული ტურნირის მეთესმეტედფინალში გადაეკვეთნენ ერთმანეთს. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მე-2 რაუნდში ესპანელ პედრო მარტინესს 6:3, 6:3 სძლია, ხოლო ბასილაშვილი უბრძოლველად გავიდა. ჩვენებური 34 წლის ფაბიო ფონინის უნდა შეხვედროდა, მაგრამ იტალიელი...

ერთსაათიანი დუბაი
ჩანაწერი

ერთსაათიანი დუბაი

სულ ერთი საათი დაჰყო დუბაის ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენებური პირველივე წრეში „იღბლიანი დამარცხებულის“ სტატუსით ძირითად ბადეში მოხვედრილ ავსტრალიელ ალექსეი პოპორინთან 2:6, 3:6 წააგო. როგორც ნამატჩევს ქართველმა ჩოგბურთელმა თქვა, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ასეთი სუსტი თამაშიც ამის ბრალია. „დღეს 100%-ით მზად არ ვიყავი. წელს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც ჩვეულად ვითამაშე, მაგრამ ყველაფერი ვცადე....