დოჰას საჩოგბურთო ტურნირის ნახევარფინალი ნიკოლოზ ბასილაშვილმა იოლად გაიარა და ტიტულის დაცვას რუს კარენ ხაჩანოვისა და ესპანელ ბაუტისტა აგუტის შორის გამარჯვებულთან შეეცდება. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურო რინდერკნაიხი 6:4; 6:2 დაამარცხა. მატჩი საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა პირველი სეტის შუაში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა. მეორე სეტში მეტოქე კი თავიდანვე წნეხში მოაქცია, 4:0...
ჭდე: ნიკოლოზ ბასილაშვილი
ბასილაშვილი დოჰაში იგებს
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დოჰას კორტები საკმაოდ წარმატებულია. შარშანდელი გამარჯვებული წლეულსს უკვე ნახევარფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში 1:6; 6:3; 7:5 მოუგო უნგრელ მარტონ ფუცოვიჩს. როგორც ანგარიშიდან ჩანს, მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ამბები ბოლო სეტში დატრიალდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, მეორე სეტში მეტოქეს მეშვიდე გეიმში ჩაწოდება აართვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ბოლო...
არასტაბილური ბასილაშვილი
დოჰას საჩოგბურთო ტურნირზე ბასილაშვილი ტიტულის დაცვას აგრძელებს. ჩვენებურმა მერვედფინალში შვედი ელიას ინერი 6:4; 7:5 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილი არასტაბილორობით არამარტო ტურნირებზე, კონკრეტულ მატჩებში გამოირჩევა და ასე მოხდა სკანდინავიელთანაც. მატჩი საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა და რამდენჯერმე შეიცვალა სიტუაცია. ნიკამ პირველ სეტში მეტოქეს ჩაწოდება თავიდანვე აართვა, მაგრამ მალევე დაუბრუნა და მხოლოდ ბოლოში გატეხა. მეორე...
ბასილაშვილმა მარისთან დათმო
Australia Open-ის პირველივე წრეში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ენდი მარი შეხვდნენ. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ხუთ სეტში მოიგო – 6:1, 3:6, 6:4, 6:7, 6:4. ბასილაშვილმა მაგრად კი ითამაშა, მაგრამ კონკრეტულ მომენტებში შეცდომებს უშვებდა, რასაც მარის დონის ჩოგბურთელები არავის პატიობენ. მარიმ პირველი სეტი მარტივად მოიგო, შემდეგ კი, ბრძოლა შედგა. ჩამორჩენილმა ბასილაშვილმა სეტებში ორჯერ გაათანაბრა – 2:2. გადამწყვეტი მეხუთე...
საქართველომ სიდნეი მოგებით დატოვა
ATP CUP-ზე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო შეხვედრა მოიგო. ეს ალექსანდრე მეტრეველისა და ალექსანდრე ბაკშის წყვილმა გააკეთა, რომლებმაც სტეფანოს ციციპასისა და მიხეილ პერვოლარაკის დუეტს მოუგო – 4:6; 6:3; 16:14. თუმცა, საერთო ჯამში ჩვენმა გუნდმა მაინც წააგო: ერთეულთა თანრიგში პირველები კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და მიხეილ პერვოლარაკის გავიდნენ. გამარჯვება ბერძენს დარჩა...
პოლონეთთანაც უშანსოდ
ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები D ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთს შეხვდა და 0:3 წააგო. ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოაკლდა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ სასურველ ფორმაში არ არის. შედეგად, ბასილაშვილის არყოფნაში კორტზე ალექსანდრე მეტრეველი და ალექსანდრე ბაკში გავიდნენ. რეიტინგში 972-ე ადგილზე მყოფი ბაკში 117-ე ჩოგან კამილ მაიხჟაკს დაუპირსიპირდა და საათზე ნაკლებ დროში...
მეკვლე მეტრეველი იქნება
ახალ წელს ქართული სპორტის მეკვლე ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი იქნება, რომელიც 1 იანვარს სათამაშოდ ფედერეკო დელბონისთან გავა. ეს იქნება ATP Cup-ის D ჯგუფის პირველი მატჩი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მოგვიანებით კორტი საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების ლიდერებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და დიეგო შვარცმანს დაეთმობათ, შემდეგ კი წყვილთა მატჩის მონაწილეებიც გაირკვევა. ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები 3 იანვარს პოლონეთს...
საქართველომ მეტოქეები გაარკვია
1-9 იანვარს ავსტრალიაში ATP CUP გაიმართება, სადაც 16 ნაკრები მიიღებს მინაწილეობას. ნიკოლოზ ბასილაშვილის რეიტინგის წყალობით, იქ იქნება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც D ჯგუფში პოლონეთთან, საბერძნეთთან და არგენტინასთან ერთად მოხვდა. სულ, 16 ნაკრები ოთხ ჯგუფში გადაანაწილდა A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ D ჯგუფი:...
ბასილაშვილმა უკვე წააგო
პარიზის მასტერსის პირველივე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ადრიან მანარინოსთან დამარცხდა და 2:6; 4:6 დამარცხდა. პირველ სეტში ჩვენებური ძალიან სუტად გამოიყურებოდა და სამჯერ დათმო საკუთარი ჩაწოდება. შემობრუნება გაუჭირდა და ჩამორჩა. მეორე სეტი ქართველი ჩოგბურთელისთვის კარგად დაიწყო. მეექვსე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა, 4:2 დაწინაურდა კიდეც, თუმცა მცირე ხნით, რადგან ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და პარიზსაც...
ბასილაშვილმა ვენა წააგო
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირს მეორე წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდა და სამ სეტში – 7:6; 2:6; 3:6 დამარცხდა. შეხვედრა დაძაბული მხოლოდ თავიდან იყო: ჩვენებურმა პირველი სეტი კარგად ჩაატარა. ბასილაშვილს ჩაწოდება მისდიოდა და არც გეიმი დაუთმია. ასევე ყველა ჩაწოდებაზე ივარდა იტალიელმა, მაგრამ ტაი ბრეიკი ჩვენიანის გამოდგა (7:5). მეორე სეტიდან ბერეტინის დრო დადგა. მსოფლიოს...









