BMW Munich Open-ზე, რომლის საპრიზო ფონდი 534 555 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტიტულის შენარჩუნებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა – ჩვენიანმა სამსეტიან ბრძოლაში ბელარუსი ილია ივაშკა დაამარცხა – 3:6; 6:2; 6:4. ბელარუსი და რუსი ჩოგბურთელები ტურნირებზე ჯერ კიდევ დაშვებული არიან.
სავარაუდოდ, „უიმბლდონის“ ტურნირიდან ამ ქვეყნის ჩოგბურთელებს მოკვეთავენ, მაგრამ რატომ სხვა ტურნირებიდან არ აკეთებენ იგივეს, ცოტა არ იყოს, გასაკვირია.
ასეა, თუ ისე, ბასილაშვილმა მატჩი მოიგო. ჩვენებურს თავიდან თამაში არ წაუვიდა. პირველ სეტში ორი ჩაწოდება დათმო და ბელარუსმაც სეტი იოლად მოიგო.
მეორე სეტის დასაწყისში ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს – 2:2. ამის შემდეგ ბასილაშვილი ათამაშდა, მიჯრით ოთხი გეიმი მიითვალა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ნიკამ მესამე სეტის პირველი ჩაწოდება წაართვა მეტოქეს და საქმე ბოლომდე კლასიკურად მიიყვანა. ბასილაშვილი მესამე წრეში სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
