რომის 1000-იანი მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 6 008 725 ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო.
ჩვენებურს პირველ წრეში დიდ ბრიტანელ დანიელ ევანსთან ბრძლა მხოლოდ პირველ სეტში გადახდა და საათსა და 46 წუთში იმარჯვა – 7:6, 6:2.
პირველ სეტში ნიკა ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა და 2:5-საც აგებდა. თუმცა, ორივეჯერ თამაში შემოატრიალა და ტაი-ბრეიკზე მეტოქე უშანსოდ დატოვა.
მეორე სეტი ქართველის გამოდგა: ბასილაშვილმა ევანსს პირველივე ჩაწოდება აართვა, ბოლოსკენ კიდევ ერთხელ იხეირა და 6:2 მოიგო.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მეორე წრეში კანადელი დენის შაპოვალოვი იქნება, რომელმაც იტალიელ ლორენცო სონეგოს 7:6; 3:6; 6:3 მოუგო.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
