ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის ტურნირს მეორე წრეში დაემშვიდობა. ცენტრალურ კორტზე ბასილაშვილის მეტოქე კანადელ დენის შაპოვალოვი იყო. მატჩი ერთ საათს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში წააგო – 4:6; 6:7. თუ მეორე სეტის ტაი ბრეკს არ ჩავთლით, ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე კარგად გამოიყურებოდა. ერთადერთი ბრეიკი პირველ სეტში გაკეთდა და ისიც ბოლოს. რვა გეიმი თანაბარი იყო, მხოლოდ მერცხეში...
ჭდე: დენის შაპოვალოვი
ბასილაშვილის გზა რომშია
რომის 1000-იანი მასტერსი, რომლის საპრიზო ფონდი 6 008 725 ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით დაიწყო. ჩვენებურს პირველ წრეში დიდ ბრიტანელ დანიელ ევანსთან ბრძლა მხოლოდ პირველ სეტში გადახდა და საათსა და 46 წუთში იმარჯვა – 7:6, 6:2. პირველ სეტში ნიკა ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა და 2:5-საც აგებდა. თუმცა, ორივეჯერ თამაში შემოატრიალა და ტაი-ბრეიკზე მეტოქე უშანსოდ დატოვა....
ბასილაშვილი დოჰაში იგებს
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის დოჰას კორტები საკმაოდ წარმატებულია. შარშანდელი გამარჯვებული წლეულსს უკვე ნახევარფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში 1:6; 6:3; 7:5 მოუგო უნგრელ მარტონ ფუცოვიჩს. როგორც ანგარიშიდან ჩანს, მოგება იოლი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ამბები ბოლო სეტში დატრიალდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო, მაგრამ მალევე მოვიდა გონს, მეორე სეტში მეტოქეს მეშვიდე გეიმში ჩაწოდება აართვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. ბოლო...
ჯოკოვიჩი პირველობით მეორეა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ს რეიტინგის სიის სათავეში უკვე 287 კვირაა იმყოფება. ამ მონაცემებით სერბმა ამერიკელ პიტ სამპრასს გადაასწრო, რომელმაც რეიტინგის სიის თავში ყოფნა „მხოლოდ“ 286 კვირა შესძლო. შედეგად, „ნოლემ“ მეორე ადგილზე გადავიდა რეიტინგის თავში ყოფნით. პირველი როჯერ ფედერერია, რომელიც 310 კვირის მანძილზე არავის უთმობდა პირველობას. TOP 5-ში ასევე შედიან ჩეხი ივან ლენდლი...
წესი წესია
ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3. თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა...
ჯოკოვიჩი ამერიკიდან გაუშვეს
US open-ზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი უკანასკნელი მოჰიკანი იყო იმ დიდი ბიჭებიდან, ვისაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოგებული ჰქონდა. წუხელ კი ნოლე ტურნირს დაემშვიდობა და გამოვიდა, რომ ჯილდოს ვინმე პირველად მიიღებს. და არ იკითხავთ როგორ გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ტურნირს მეოთხე წრეში? არასპორტული ქცევის გამო ჯოკოვიჩმა დისკვალიფიკაცია მიიღო. ასეთი სასჯელი კი, მას მერე დაიმსახურა, რაც ბურთი მსაჯისკენ...
მატეომ დახურა
შეივსო. ახლა, უკვე ლონდონში ცხელ კვირას საჩოგბურთო ბატალიებს და დიდ ვნებათაღელვას ველოდებით. სამეფო სპორტის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გვაქვს, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ბოლოსწინაჯერ მასპინძლობს. არახალი ამბავია, რომ ATP-მ ვაჟთა შორის შემაჯამებელ შეჯიბრს ადგილი შეუცვალა და 2021 წლიდან ის ტურინში გაიმართება. იტალიურ ქალაქს, ეს პატივი 2025 წლამდე ექნება. 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის...






