ესპანელი ჩოგბურთელი პაბლო კარენო-ბუსტა US OPEN-ის ნახევარფინალშია და გერმანელ ალექსანდრ ზვერევს შეხვდება. მეოთხედფინალში ესპანელმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა დენის შაპოვალოვთან და ხუთსეტიან ჩოგნაობაში დაამარცხა – 3:6, 7:6, 7:6, 0:6, 6:3.
თუმცა, მისი მეოთხედფინალში გასვლაც კი, იღბალზე იყო დამოკიდებული. როგორც იცით, შაპოვალოვთან თამაშის უფლება თითქმის უბრძოლველად მოიპოვა – მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირიდან დისკვალიფიცირებული იქნა. სერბმა სპორტსმენმა ბურთი მსაჯს გაარტყა და…
„ეს მძიმე მომენტი იყო ჩემთვის, ჯოკოვიჩისთვის, ჩოგბურთისთვის და ყველასთვის. ასე არ არის?! თუმცა, წესი წესია და მსაჯიც სწორად მოიქცა. ის, რომ ნოვაკმა ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა, უბრალოდ, უბედური შემთხვევაა, მაგრამ უნდა ეცადო, ეს არ მოხდეს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა კარენო-ბუსტამ ინციდენტზე.
:focal(1369x600:1371x598)/origin-imgresizer.eurosport.com/2020/09/07/2881536-59338728-2560-1440.jpg)
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 15:31სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
სიახლეები04/11/2026 | 20:22დინამო ფინალშია…
სიახლეები28/10/2026 | 21:38ხვიჩა ისვენებს, თორნიკეს გააქვს…
სიახლეები27/10/2026 | 03:35ოქროს ბურთი კეინს, კვარაცხელია მეექვსეა…
