უიმბლდონის პირველი წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 37 წლის ჩეხს, ლუკაშ როსოლს მოუგო და ამ პრესტიჟული ტურნირის მომდევენო ეტაპზე გავიდა.
როსოლი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 280-ე ადგილზეა, კერკეტი კაკალი გამოდგა და ჩვენებურმა მძიმე ბროლაში იმარჯვა – 6:7; 7:6; 3:6; 6:3;6:3.
ბასილაშვილი სეტებში ორჯერ აგებდა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება მაინც შეძლო. პირველი და მეორე სეტი ერთნაირი გამოდგა: ჯერ ბასილაშვილმა დააბრეიკა მეტოქე, მაგრამ როსოლს გათანაბრების შანსი მისცა, რის შემდეგაც ტაი ბრეიკზე წააგო. ხოლო მეორე სეტში უკვე ჩეხი იგებდა და ბოლოს ბასილაშვილმა მოიგო.
მესამე სეტში ჩეხმა 6:3 იმარჯვა, ხოლო მეოთხე და მეხუთე სეტი ამავე ანგარიშით ბასილაშვილს დარჩა, რომელიც მეორე რაუნდში 25 წლის ფრანგ ქუენტინ ჰალის ეთამაშება.
ჰალისმა პირველ რაუნდში თანამემამულე ბენუა პერი 4:6, 6:1, 6:2, 6:4 დაამარცხა. ჰალისი მსოფლიოს 82-ე ჩოგანია…
30 წლის ეკატერინე გორგოძე კი, კარიერაში პირველად ითამაშა „დიდი მუზარადის“ ძირითად ბადეში, მაგრამ ასპარეზობა იქვე დაასრულა. გორგოძე რეიტინგში 43-ე ადგილზე მყოფ ირინა ბეგუს შეხვდა და 4:6, 1:6 დამარცხდა. რუმინელ ჩოგბურთელს მატჩის მოგება არ გასჭირვებია. თამაში სულ საათსა და 13 წუთს გაგრძელდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
