ჭდე: მედვედევი

Home მედვედევი
გაასამებს ბასილაშვილი?
ჩანაწერი

გაასამებს ბასილაშვილი?

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც [...]

მაგრები და ახლები
ჩანაწერი

მაგრები და ახლები

სულ მალე საჩოგბურთო სამყარო ლონდონში გაერთიანდება. სეზონის დამაგვირგვინებელი, ერთი-ერთი ყველაზე პრეტიჟული და სერიოზული ტურნირი კარს მოგვადგა. 10 ნოემბრიდან ინგლისის დედაქალაქში ვაჟთა შორის შემაჯამებელი შეჯიბრი იღებს სტარტს, სადაც სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგების და დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილი 8 საუკეთესო მეჩოგნე მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს. შარშან ყველას ალექსანდრე ზვერევმა აჯობა. რა თქმა უნდა, რუსი [...]

რაფა – კორტის გლადიატორი
ჩანაწერი

რაფა – კორტის გლადიატორი

ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის [...]

ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს
ჩანაწერი

ნიკა მესამეში… მეოთხეც უნდა იყოს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე წინა შედეგის გამეორებასთან ახლოსაა. შარშან, ჩინებულ ფორმაში მყოფმა საქართველოს პირველმა ჩოგანმა მერვედფინალს უწია, სადაც დიდებულ რაფა ნადალს გადაეყარა და ღირსეულად ეჭიდავა, სეტიც მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა. ახლა, 27 წლის ქართველს ცოტათი უმართლებს. პირველ რაუნდში მან უხერხულ მეტოქედ ქცეულ მარტინ ფუქსოვიჩს ხუთსეტიანი დუელი მოუგო, მერე კი ტურნირზე „ველური ბარათით“ მოხვედრილ მასპინძელ [...]

რუსმა ცინცინატი დაიპყრო
ჩანაწერი

რუსმა ცინცინატი დაიპყრო

რუსმა დანილ მედვედევმა ცინცინატის ტურნირის ფინალში ბელგიელი დევიდ გოფინი დაამარცხა და კარიერაში პირველად მასტერსის გამარჯვებული გახდა. კარიერაში პირველად მედვედევი მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილამდე აღზევდა. მან რობერტო ბაუტისტა-აგუტს გადაასწრო… მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის, 23 წლის სპორტსმენი 2008 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ცინცინატში ფურორი მოახდინა. 10 წლის წინ ტიტულს 21 წლის ენდი მარი [...]