ეროვნული ლიგის მეორე წრე ახალი ლიდერის დაბადებით დასრულდა. გია ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ „იბერიას“ პრინციპული მატჩი მოუგო – 2:1, ერთი ქულით გაუსწრო და ერთპიროვნულად გალიდერდა. არადა იბერიელებს მე-7 ტურის შემდეგ არავისთვის დაეთმოთ პირველობა. ეს რუსთაველთა მიჯრით მესამე გამარჯვება გახლდათ. ამ შეხვედრაში გოლი-შედევრიც ვნახეთ. გამარჯვების გოლი რუსთაველთა მცველმა ვაჟა ფაცაციამ საკუთარი ნახევრიდან 90-ე წუთზე გაიტანა… დაინახა ოდნავ...
კატეგორია: სიახლეები
ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
ულანბატორში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში, რომელიც ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ქულების მოპოვების საშუალებას იძლევა, დღეს მედლების მოსაპოვებლად ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა – გიორგი სარდალაშვილი (60კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66კგ.), თორნიკე გიგაური (66კგ.) და ჯულიეტა როდონაია (48კგ.), თუმცა, ყველა მათგანი უმედლოდ დარჩა. მედალთან ყველაზე ახლოს გიორგი სარდალაშვილი იყო, რომელმაც ბრინჯაოსთვის ბრძოლა მასპინძელ სუხბატ ბაიმბასურენთან დამარცხდა. როდონაია პირველივე...
მესის მამა ჰყოლია ცუდად
ხუთშაბათს ლეო მესის ოჯახმა განაცხადა, რომ ვარსკვლავის მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „ამ ეტაპზე ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მისი მდგომარეობის კვალობაზე შედეგი დადებითია“, – წერია განცხადებაში. მედია იხსენებს, რომ ალჟირთან შეხვედრაში, როდესაც პირველი გოლი გაიტანა მესის ცრემლი მოადგა. მატჩი დამთავრდა 3:0. სამივე გოლი „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა გაიტანა. არგენტინის ნაკრების 38 წლის...
ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო. ეს იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და ხარისხიანი შეხვედრა, რომელშიც… „სანმა“ მწვრთნელის თომას ტუხელისა და მეკარე ჯორდან პიკფორდის წაკამათებას მიაქცია ყურადღება. ეს მოხდა, პირველი ტაიმის მე-17 წუთზე, როდესაც ინგლისელები ხორვატებს ჯერ 1:0-ს უგებდნენ. მოედნის კიდესთან მომუშავე „ფოქსის“ კორესპონდენტმა ჯეფ შრივერსმა შეამჩნია, რომ ინგლისელთა გერმანელი თავკაცი გაბრაზდა, როდესაც გოლკიპერმა ბურთი...
მესი! მესი! მესი!
ოცდამეცხრამეტე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მეორასე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატებში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ოქროს ბურთის“ რვაგზის ლაურეატს ახლა მუნდიალებზე 16 გოლი აქვს გატანილი რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელ მიროსლავ კლოზეს რეკორდი ერთპიროვნულად აღარ ეკუთვნის. და კიდევ, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა....
ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. პირველი შეკრება თბილისში 16-20 ივნისს გაიმართება, 21 ივნისიდან კი გუნდი ლატვიაში გაემგზავრება და იქ განაგრძობს მზადებას უკრაინასთან მატჩისთვის, რომელიც რიგაში 2 ივლისსაა დაგეგმილი. მზადების ფარგლებში „ჯვაროსნები“ ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატერბენ – 24 ივნისს დახურული მატჩი გაიმართება ანგოლის ნაკრებთან, ხოლო 28 ივნისს ქართველი კალათბურთელები მასპინძელ...
ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ ქართული გუნდების მეტოქეები გამოვლინა. ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან თბილისის „დინამო“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ – განუთესავი. წილისყრის შედეგად ქუთაისის „ტორპედო“ აზერბაიჯანულ „ზირას“ დაუპირისპირდება, „დინამოს“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება, „დილა“ კი სან მარინოს „ვირტუსს“ შეხვდება. „დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი მასპინძლის რანგში...
ფლორა და დემჩენკო იბერიას
მოახლოვდა ევროტურნირები და გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, სადაც საქართველოს „იბერია 1999“ წარადგენს. თბილისელთა მეტოქე ესტონური „ფლორა“ იქნება. პირველი მატჩები 7-8 ივლისს არის დანიშნული, საპასუხო კი 15-16 ივლისს გაიმართება. ქართული გუნდი პირველ მატჩს სტუმრად ითამაშებს. შეგახსენებთ, იბერიამ ზედ ევროტურნირებს წინ მწვრთნელი გუგა ნერგაძე გაათავისუფლა და გავრცელებული ხმებით მის ნაცვლად ანდრეი დემჩენკო დაინიშნება. დემჩენკოს აქამდე ორ ქართულ...
ქეცბამ მეორედ წააგო
ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ ახალწვეულ „სპაერს“ 17 წლის ქართული ფეხბურთის იმედის, ანდრია ბართიშვილის პენალტით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა. ეს ბართიშვილის მეორე გოლი გახლდათ მიმდინარე ჩემპიონატში. კიდევ ორი მან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიტანა. ქულების დაკარგვის მიუხედავად, „იბერია“ 31 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს და ორი პუნქტით უსწრებს „რუსთავს,“ რომელმაც ზედიზედ მეორე თამაში მოიგო,...
კუკურელია რეალში
მადრიდიის რეალმა თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა „ჩელსის“ მცველის მარკ კუკურელას ტრანსფერის შესახებ. მხარეებმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც 2032 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. „რეალმა“ კუკურელაში 60 მილიონი ევრო გადაიხადა. „ჩელსიმ“ შესაძლოა დამატებით 5 მილიონი ევრო მიიღოს ბონუსების სახით კუკურელას „რეალში“ წარმატებული თამაშის შემთხვევაში. გასულ სეზონში კუკურელამ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ოთხი...









