კატეგორია: მთავარი ამბავი

Home მთავარი ამბავი
მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
ჩანაწერი

მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა

ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრების შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. „ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – 6 თამაში გვაქვს და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. წინა გათამაშებაში B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ელიტაში დაწინაურება...

გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი
ჩანაწერი

გიზი მამაგეიშვილი – ნაკრების საუკეთესო დებიუტანტი

მაშ ასე: 2025-2026 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი – ავსტრიული „შტურმის„ 23 წლის ნახევარმცველი გიზი მამაგეიშვილი… 72 სპორტული ჟურნალისტის გამიკითხვის შედეგად გიზიმ ირაკლი ეგოანს სულ ერთი ხმით აჯობა, რაც „სარბიელის“ ტრადიციული და ყველაზე პრესტიჟული გამოკითხვის ისტორიაში პირველად მოხდა. 30-29 – ხმათა ასეთი გადანაწილებით მოიგო გიზი მამაგეიშვილმა, რაც მასზე ალალი და უსაყვედუროა. ეროვნულ გუნდში გიზის დებიუტი ბაჰრეინთან...

ირაოლა მამარდას შესახებ…
ჩანაწერი

ირაოლა მამარდას შესახებ…

გიორგი მამარდაშვილმა „ტოტენჰემთან“ თამაშის გამო მწვრთნელის ანდონი ირაოლას ქება დაიმსახურა. This is Anfield-მა დაწერა, რომ შეიძლება „ლივერპულში“ ქართველ მეკარეს ალისონის მემკვიდრედ აღარ განიხილავენ, მაგრამ მას გუნდში ჯერ კიდევ დიდი როლი ენიჭება. საიტი შეგვახსენებს, რომ მერსისაიდელებმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ბელგიელი ლუკა ბურგმანსი იყიდეს (ის გუნდს შემდეგი სეზონიდან შეუერთდება) და კლუბში სავარაუდოდ ახლა...

შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…
ჩანაწერი

შერეული შთაბეჭდილება დატოვაო…

„ლივერპულმა“ კარაბაოს ანუ ინგლისის ლიგის თასზე 3:1 დაამარცხა „ტოტენჰემ ჰოთსფური“ და მერვედფინალში გავიდა. პირველ ტაიმში ანგარიში ალექსის მაკალისტერმა გახსნა. შესვენების შემდეგ, 9 წუთში კოდი გაკპომ მეორე შეაგდო. 69-ზე ლონდონელმა ნახევარმცველმა კონორ გალაჰერმა თავურით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, მაგრამ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეცვლაზე შესულმა დომინიკ სობოსლაიმ თამაში ულამაზესი გოლით დააგვირგვინა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს...

ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
ჩანაწერი

ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა

ეროვნული ლიგის 26-ე ტურს გათამაშების ცხრილში ცვლილება არ შეუტანია. ლიდერ-აუტსაიდერი,  ყველა თავის ადგილზე დარჩა. „ბათუმმა“ შეწყვიტა ზედიზედ ხუთგამარჯვებანი სერია. ამჯერადაც იგებდა გორში, მაგრამ მათი ლუქსემბურგელი მცველის ენეს მაჰმუტოვიჩის საკუთარ კარში გატანილმა ბურთმა ზღვისპირელებს ქულები დააკარგვინა. ლიდერმა „რუსთავმა“  ბოლო ოთხ ტურში პირველად გაიმარჯვა. მეტოქედ აუტსაიდერი „მეშახტე“ ჰყვავდა. ერთადერთი და ლამაზი გოლი კი 21 წლის ლუკა პარკაძემ...

მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
ჩანაწერი

მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა

კილიან მბაპე და ოსმან დემბელე საფრანგეთის ნაკრებში თანაგუნდელები, მოედანს მიღმა კი მეგობრები არიან, მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოახლოებულმა დაჯილდოებამ მათ შორის განხეთქილება ჩამოაგდო. ფრანგულ მედიაში დაწერეს, რომ ეს შეიძლება ეროვნული გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის პრობლემა გახდეს. აღიარებულია, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთი“ კამათის თემაა. მკაფიო ფავორიტი არ ჩანს. „ფრანს ფუტბოლმა“ გასულ სამშაბათს გამოაქვეყნა 30 კაციანი შორთ-ლისტი, რომელშიც,...

ზვერევის მეორე
ჩანაწერი

ზვერევის მეორე

US Open როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის რუსმა მოიგო, მაგრამ ორივემ სხვა ქვეყნის სახელით. თუ ელენა რიბაკინამ ეს ყაზახეთის სახელით გააკეთა, კაცთა შორის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მოიგო, ვინაც ფინალში ამერიკელი ბენ შელტონი 6:3; 7:6; 5:7; 6:2 დაამარცხა. ფინალი სამი საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში ზვერევმა მეტოქეს პირველი და მეცხრე გეიმი წაართვა და სეტი...

maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
ჩანაწერი

maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის

„პარი შენ ჟერმენმა“ ლიგა 1-ში სეზონის პირველი თამაში მოიგო. ეს მოხდა ბრესტში, სადაც შეხვედრა მასპინძელთა გარდაცვლილი მწვრთნელისთვის ერიკ როასთვის პატივის მიგებით დაიწყო, ერთადერთი გოლი კი კვლავ ფერან ტორესმა გაიტანა. ოთხი ტურის შემდეგ პსჟ მე-7 ადგილზეა, სწორედ „ბრესტს“ დაეწია. ეს ორი გუნდი 5 ქულით ჩამორჩება ლიდერთა ტრიოს – „ლილს“, „მონაკოსა“ და „რენს“. პარიზელთა გუნდში შეხვედრის აშკარა...

დიდი კუში
ჩანაწერი

დიდი კუში

US Open ელენა რიბანიკას ტრიუმფით დასრულდა – ყაზახმა ჩოგბურთელმა ფინალში არინა საბალენკა 6:4; 5:7; 6:2 დაამარცხა და ტიტულთან ერთად რეიტინგის პირველი ნომრობაც ჩამოართვა. რიბაკინას პირველი ნომრობა კი გასაკვირი სულაც არ არის. ყაზახმა საბალენკას წელს მეორე დიდი სლემის ფინალი მოუგო. პირველი ავსტრალიის ღია პირველობა იყო. წუხანდელი ფინალი საინტერესო და დაძაბული გამოდგა: პირველი სეტის ბედი ერთმა ბრეიკმა...

წიტას 90 წუთი
ჩანაწერი

წიტას 90 წუთი

„რეალისა“ და „რაიო ვალეკანოს“ შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 4:1 დამთავრდა. „რაიოს“ მარჯვენა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. ქართველის სტატისტიკა ასეთი იყო: კარისკენ დარტყმა – 3; მათგან კარის ჩარჩოში – 2; საგოლე მომენტების კოეფიციენტი – 0.47; შეხება მოწინააღმდეგის საჯარიმოში – 3; წარმატებული დრიბლინგი – 4 მცდელობიდან 0; ზუსტი პასები საჯარიმოში – 2/5 (40%); ზუსტი ჩაკიდებები –...