კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
ჩანაწერი

ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს

ეროვნული ლიგის მე-15 ტურში სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ტორპედომ“ კლასიკოში 1:0 მოუგო „დინამოს“, ლიდერმა „იბერიამ“ კი „სამგურალთან“ წააგო სტუმრად 2:3 და ახლა უშუალო მდევარ ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. სასიამოვნო ის იყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელი ემატება. კლასიკოს წინ „დინამო არანას“ სალაროებთან მცირე რიგებიც კი...

ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
ჩანაწერი

ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია

RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის...

შეკრება თექვსმეტმა დაიწყო
ჩანაწერი

შეკრება თექვსმეტმა დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლმა 25 მაისს გუნდი არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა: ლუკა გუგეშაშვილი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ივა გელაშვილი, ილია ბერიაშვილი, ირაკლი აზაროვი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ირაკლი ეგოიანი, გიზი მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ქვილითაია. „ჯვაროსნები“ 2...

კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
ჩანაწერი

კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა

სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ 1:0 მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც თქვა: „ბოლონიასთან“ 2:3 წაგების შემდეგ ვიგრძენი, რომ შექმნილი ვითარება არ მომწონდა. ასეთ დროს ადამიანს უნდა გეყოს გამბედაობა, რომ შენი აზრი დაუფარავად გამოთქვა. რასაც ვფიქრობ ცხოვრებაში არ დამიმალავს და არც...

არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
ჩანაწერი

არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო

აწ უკვე გასულ სეზონში დაკნინებულმა „ტოტენჰემ ჰოთსფურმა“ პრემიერლიგაში ადგილი მხოლოდ ბოლო დღეს შეინარჩუნა. რობერტო დე ძერბის გუნდმა პალინიას გოლით „ევერტონს“ 1:0 მოუგო და „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუზე“ შეკრებილი ხალხი სიხარულით ცას სწია. შესაბამისად, გავარდა „ვესტ ჰემი“, რომელსაც „ლიდსთან“ 3:0-მა ვერ უშველა. „ჩაქუჩები“ ჩემპიონშიფში „ბარნლისა“ და „ვულვერჰემპტონს“ შეუერთდებიან. არადა, მათ 2023 წელს კონფერენციის ლიგა მოიგეს… ბოლო ჯერზე...

…მთელს თამაშად ღირდა
ჩანაწერი

…მთელს თამაშად ღირდა

ლა ლიგის ბოლო ტურმა AS-ს 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი ანი ერნო გაახსენა, რომელმაც თქვა: „გიყვარდეს ის, რასაც ვერასდროს ნახავ ორჯერ’’. ესპანური გაზეთი წერს, რომ ამიერიდან „ატლეტიკოს’’ გულშემატკივრები მოედანზე ვეღარასდროს ნახავენ ანტუანს, გრიზის, გრიზუს, „პატარა უფლისწულს’’ – ანტუან გრიზმანს, რომელიც წლების განმავლობაში თავისი მხოლოდ ყოფნითაც კი ავსებდა მოედანს. იგივე შეიძლება ითქვას ვილიარეალელ დანიზე, ტვინზე,...

შვიდიდან შვიდი
ჩანაწერი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება,...