Author: სლავა გასპაროვი

Home სლავა გასპაროვი
მესამე ცდა დრაკონებთან
ჩანაწერი

მესამე ცდა დრაკონებთან

შაბათს, 27 ივნისს, 18 საათზე თბილისის „ავჭალაზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩაებმება მსოფლიო რაგბის 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამიერიდან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემიონატს სწორედ ასე ეწოდება ოფიციალურად. ამ მატჩში უმცროსი ბორჯღალოსნების თავკაცის რანგში ოფიციალური დებიუტი ვეტერან ბორჯღალოსან ვიქტორ კოლელიშვილს ექნება. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ახალგაზრდებმა ნაყოფიერი მოსამზადებელი პროცესი გაიარეს, რამდენიმე სატესტო მატჩიც გამართეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ...

ვიწყებთ უელსით
ჩანაწერი

ვიწყებთ უელსით

27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელიც უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის მე-8 იქნება მას შემდეგ, რაც ჩვენი ახალგაზრდები 2016 წელს მსოფლიო 20-წლამდელთა ელიტას შეუერთდნენ. ეს კი არა, 2023 წელს, პანდემიით გამოწვეული 3-წლიანი პაუზის შემდეგ გამართულ ჩემპიონატზე, ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა ქართველმა 20-წლამდელებმა ტურნირი მე-8 ადგილზე დაასრულეს და ჯერჯერობით ესაა მათი უმაღლესი...

ბრონკანის პირველი რაზმი
ჩანაწერი

ბრონკანის პირველი რაზმი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი დროება დაუდგა. ამიერიდან ბორჯღალოსნები ივლისის ტრადიციული ტესტ-მატჩების ნაცვლად მონაწილეობას ახალ ტურნირში მიიღებენ, რომელსაც ეწოდება „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“. ცხადია, ქართველები ელიტაში არ დაუშვეს და ადგილი მსოფლიო რაგბის ძალით მეორე დუჟინში მიუჩინეს. ხსენებული ტურნირის პირველ ნაწილს დასავლეთ ნახევარსფერო უმასპინძლებს, შემოდგომის ნაწილი კი პლანეტის აღმოსალეთში შედგება, მათ შორის – საქართველოშიც. სიახლე ისიცაა, რომ...

ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი
ჩანაწერი

ვიცე-ჩემპიონი ბაჩუკი

გასულ უქმეებზე მსოფლიო რაგბის თითქმის ყველა წამყვანი ჩემპიონატი დასრულდა, თუ არ ჩავთვლით ტოპ 14-ს, სადაც ფინალიღა დარჩა გასამართი. ტოპ 14 საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ორი გუნდიღა შემორჩა – ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი სარაგბო კლუბი „ტულუზი“, რომელიც 24-ჯერ იყო ჩემპიონი, და „მონპელიე“, რომელმაც თავისი ერთადერთი ტიტული 2022-ში მოიპოვა. ტოპ 14-ის ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ტულუზელებმა ნახევარფინალში...

სეზონი 37 ქართველით
ჩანაწერი

სეზონი 37 ქართველით

2025/2026 წლების სეზონის მსვლელობისას საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დივიზიონ პრო დ2-ში ქართველთა საოცარმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა – 37-მა! ფანტასტიკური რიცხვია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული სეზონი ქართველების გარეშე ერთბაშად 4-მა კლუბმა განვლო – „კოლომიემ“, „ბეზიემ“, „დაქსმა“ და „ანგულემმა“. ყველაზე მეტი მატჩი გასულ ჩემპიონატში ლიგიდან გავარდნილი „მონ-დე-მარსანის“ ბურჯმა ლუკა გოგინავამ და „ნევერის“ კვაჭმა ლუკა პეტრიაშვილმა ჩაატარეს...

უნაყოფო ლელოები
ჩანაწერი

უნაყოფო ლელოები

გასულ უქმეებზე საფრანგეთში სამი მეტად მნიშვნელოვანი სარაგბო მატჩი გაიმართა: ტოპ 14-ის ორი წინასწარი ნახევარფინალური და ერთიც – ხსენებული ლიგის ბოლოსწინაადგილოსანსა და პრო დ2-ის დამარცხებულ ფინალისტს შორის. პირველი წინასწარი ნახევარფინალი ბასკეთში გაიმართა, სადაც მილეული სეზონის აღმოჩენა „პომ“ პარიზის „რასინგ-92“-ს უმასპინძლა. ბასკური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ლექსო ყაულაშვილი და კაპიტანი ბექა გორგაძე იყვნენ, ხოლო დედაქალაქელების ძირითადი მარცხენა ბურჯი...

ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!
ჩანაწერი

ჭუმბაძე ჩემპიონობას უმიზნებს!

მომავალ შაბათს, 20 ივნისს, პლანეტის ერთ-ერთ ყვველაზე საკულტო სარაგბო არენა „თვიქნემზე“, რომელსაც დღეს სასპონსორო სახელად „ალიანც სთედიუმი“ ეწოდება, ინგლისის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. და თუ ლონდონში გასამართი ფინალის ერთი მონაწილე სავარაუდოზე მეტად მოსალოდნელი იყო, მეორემ ნახევარფინალში ნამდვილი სენსაცია შექმნა. მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონი „ნორთემპტონ სეინთსმა“ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და ნახევარფინალში ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ლესტერ თაიგერსი“ შედარებით...

ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა
ჩანაწერი

ევროპის ჩემპიონი დაიჩაგრა

დიახ, ტოპ 14-ში ისეთი კონკურენციაა, რომ „ბორდო“, რომელმაც სულ ახლახან ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიგო, შიდა სარბიელზე ჩაფლავდა და ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში ვერ მოხვდა. რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ევროპის საკლუბო ჩემპიონმა „კლერმონს“ უმასპინძლა, რომელიც ასევე ლამობდა ზედა ექვსეულში მოხვედრას. ჰოდა, „ვულკანებმა“ სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 34:31, მასპინძლებს ბონუს-ქულა დაუთმეს და ამ შედეგმა ორივე...

ალანია – ჩემპიონი
ჩანაწერი

ალანია – ჩემპიონი

მართალია, მიშიკო ალანიას პრო დ2-ის ნახევარფინალსა და ფინალში არ უთამაშია, მაგრამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 30 მატჩიდან ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა 25-ში მიიღო მონაწილეობა და პლუს ამას, თავი 3 ლელოს გატანით გამოიჩინა, ამდენად, მისი „ვანის“ ჩემპიონობა და ტოპ 14-ის საგზურის მოპოვება მისი დამსახურებაცაა. ფინალში, რომელიც ტულუზაში გაიმართა, „ვანმა“ თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსს“ უდაძაბულეს ბრძოლაში 18:14 სძლია...

ჭუმბაძე ნახევარფინალშია
ჩანაწერი

ჭუმბაძე ნახევარფინალშია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ბურჯი ბაჩუკი ჭუმბაძე ინგლისის პრემიერშიპის რეგულარული სეზონის ბოლო ტურში თავის „ექსეტერს“ ლონდონის „სარასენსის“ ძლევაში დაეხმარა – 32:12. „ბელადებმა ბონუსიც მიითვალეს და 65 ქულით ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულეს. ჭუმბაძე „ექსეტერის“ მარქაფაში იყო და დასკვნითი 18 წუთი ითამაშა, ხოლო ჯამურად ისე გამოვიდა, რომ ბაჩუკიმ მთელი ჩემპიონატის მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა, რაც დებიუტანტობის კვალობაზე ჩინებული...