გასული კვირის მიწურულს ევროპის ქვეყნების ეროვნულ სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა და მეტად სასიამოვნოა, რომ ტოპ 14-ში, პრო დ2-სა და პრემიერშიპში ჯამში 7 ქართული ლელო დაფიქსირდა. არც ლუკა მატკავას მარჯვე ფეხით დაგროვილი ქულები უნდა დავივიწყოთ. ტოპ 14 „ვანმა“ სეზონში პირველი გამარჯვება მე-7 ტურში იზეიმა – „კლერმონთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა დასკვნით 12 წუთში გააქრო და ამ ქამბექის...
Author: სლავა გასპაროვი
ბრონკანის სანოემბრო 36
პიერ-ანრი ბრონკანმა 36-კაციანი სია გამოაქვეყნა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ფრანგმა დამრიგებელმა ასე მოხაზა ის კონტინგენტი, რომელიც ქვეყნის ღირსებას ნოემბერში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მატჩებში დაიცავს. ამ 36-დან 7 ისეთია, რომელსაც სანაკრებო კეპი არ აქვს. ამ პოტენციური დებიუტანტებიდან ზოგიერთს ნაკრებთან ერთად ადრეც უვარჯიშია, ზოგი კი აბსოლუტური ახალბედაა ბორჯღალოსნებში. აი, მათი სრული ჩამონათვალიც: ლაშა ფხაკაძე, კახაბერ დარბაიძე, გაგი...
ნინი, გელა და მატკავა-შოუ
პარასკევს სარაგბო ევროთასების ახალი ციკლი დაიწყო, ხოლო საფრანგეთში პარალელურად პრო დ2-ის მორიგი ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის სასტარტო ტურში მონაწილეობა 8 ქართველმა მორაგბემ მიიღო. ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი ბორჯღალოსანთა კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ლელო გაიტანა. „ლა როშელმა“ სამხრეთაფრიკულ „ლაიონსს“ ბონუსით მოუგო – 31:14, ხოლო „ნინიმ“ თავისი ლელო პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა – 38-ე...
ავჭალაზე ჩაგდებული სტარტი
„შავმა ლომმა“ 2026/2027 წლების სეზონი წარუმატებლად დაიწყო. ჩელენჯ თასის ახალი გათამაშების სტარტზე, რომელიც ხალხით თითქმის გავსებულ „ავჭალაზე“ შედგა, პროფესიულმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა უელსურ „ოსპრეიზს“ უმასპინძლა და უიმედოდ დამარცხდა – 14:39. ეს 25-ქულიანი დეფიციტი არ ასახავს იმ სხვაობას, რომელიც გუნდების მზადყოფნის ხარისხში იგრძნობოდა. უელსური ფრენჩაიზის ავსტრალიელ მგეზავ ლოუსონ კრეიტონს კარში მეტი კონცენტრაციითა და მობილიზებით რომ ერტყა,...
შავი ლომის მეოთხე გამოწვევა
პარასკევს, 16 ოქტომბერს ევროპაში EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით გასამართი ორივე ევროთასი აიღებს სტარტს. ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის გათამაშებებში ტრადიციულად სამი ჩემპიონატის მონაწილე კლუბები თამაშობენ – ფრანგული ტოპ 14-ის, ინგლისური პრემიერშიპისა და ირლანდიურ-შოტლანდიურ-უელსურ-იტალიურ-სამხრეთაფრიკული URC-ის (გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატი) კლუბები. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც – სამხრეთაფრიკული ფრენჩაიზი „ჩიტასი“ და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“,...
37-კაციანი ლეგიონის ამბები
გასული კვირის მიწურულს ევროპაში წამყვანი სარაგბო ჩემპიონატების ტურები გაიმართა და უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში, ასევე ინგლისის პრემიერშიპში გამართულ ჯამურ 20 მატჩში 37-მა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი ნაწილიც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად მოიაზრება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო თვეში ბორჯღალოსნები „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის ეგიდით სამ უმნიშვნელოვანეს მატჩშს თბილისში...
ფხაკაძის პირველი
ვიდრე საფრანგეთის პრო დ2-ში 1-კვირიანი პაუზა გამოცხადდა, ტოპ 14-ში მე-5 ტური შედგა, ხოლო ინგლისის პრემიერშიპმა მეორე ტურის მატჩები ჩაატარა. ტოპ 14 საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოაზრებულმა ლაშა ფხაკაძემ ტოპ 14-ში პირველი ლელო გაიტანა. ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ბორდოს“ 22 წლის მარცხენა ბურჯი ხსენებულ ლიგაში პირველ სეზონს ატარებს და თავის მესამე მატჩში ლელოების ანგარიშიც გახსნა. „ლიონთან“ საშინაო მატჩის...
შედეგიანი ფრანგული უქმეები
გასულ უქმეებზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა სოლიდურ ინდივიდუალურ წარმატებებს მიაღწიეს, ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში კი რეგულარული სეზონი დაიწყო. ტოპ 14 გიორგი ახალაძემ „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში ბორჯღალოსანმა ბურჯმა „ვულკანების“ მოლში იაქტიურა და შეტევა დააგვირგვინა კიდეც. ეს იყო გიორგის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-3 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის...
პრემიერშიპში – 3 ბორჯღალოსანი
პარასკევს, 25 სექტემბერს, მოქმედი ჩემპიონის, „ნორთჰემპტონ სეინთსისა“ და გასული სეზონის ბოლოადგილოსნის, „ნიუკასლ რედ ბულზის“ ჯახით სტარტს აიღებს 2026-2027 წლების სეზონი ინგლისის პრემიერშიპში, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს და უპრესტიჟულეს სარაგბო ლიგად მიიჩნევა. ეს სარაგბო ტურნირი წლეულს ქართველთათვის უფრო მიმზიდველი იქნება, ვიდრე გასული – თუკი წინა სეზონში ინგლისში ორი ბორჯღალოსანი ასპარეზობდა, ახალტურნირში ისინი უკვე სამნი...
მელიქიძე – 150
„ლიონმა“ ახალი ჩემპიონატის მესამე მატჩიც მოიგო და 14 ქულით ტოპ 14-ში ერთპიროვნულადაც გალიდერდა. ამასთან, გიორგი მელიქიძემ ხსენებულ ლიგაში 150-ე მატჩი ჩაატარა. პრო დ2-ში კი 3 ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო ლუკა მატკავამ მორიგი უხვქულიანი მატჩი ჩაატარა. ტოპ 14 „ლა როშელმა“ უქულო აუტსაიდერ „რასინგ-92-ს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 10:20 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებს კვაჭი ნიკა სუთიძე დაუბრუნდა, რომელიც თავდაპირველად...









