პრო დ2-ის პლეი-ოფში დამაგვირგვინებელი მატჩიღა დარჩა გასამართი. შაბათს, 6 ივნისს, ტულუზის „სტად ერნე ვალონზე“ ფინალურ მატჩში ერთმანეთს მიხეილ ალანიას „ვანი“ და თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსი“ დაუპირისპირდებიან. მიშიკოს ნახევარფინალში არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი ვასილ ლობჟანიძის „ოიონაქსი“, რომ იტყვიან, ცალი ხელით დაამარცხა – 48:7. ვასკა მინდორზე ორჯერ შევიდა: შესვენების შემდეგ, გაძევებული სასტარტო 9 ნომერი ჩაანაცვლა, ხოლო ბოლო...
Author: სლავა გასპაროვი
მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
საფრანგეთის და, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური გაიმართა და უნდა ითქვას, რომ ამ 7 მატჩის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ის გაირკვა, რომ მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ პირველობას არავის დაუთმობს, აი, დანარჩენი ადგილებისთვის კი ცხარე ბრძოლა ალბათ სეზონის ბოლო წამებამდე გაგრძელდება. მე-2 ადგილისთვის ჭიდილს კი, „მონპელიე“ და...
შიოშვილი, გიგაშვილი და ჭუმბაძე…
ევროპული სარაგბო სეზონი ფინიშის სწორზე გავიდა: ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების გათამაშებებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო პრო დ2-ში რეგულარული ჩემპიონატის 26-ე ტური გაიმართა. ჩემპიონთა თასი მიმოხილვას კვლავ მიხეილ შიოშვილზე საუბრით დავიწყებთ: ჭაბუკმა ქართველმა მერვედფინალის შემდეგ მეოთხედფინალშიც ითამაშა, „ტულონის“ სასტარტო 8 ნომერი იყო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ბორჯღალოსანმა მესამეხაზელმა მაგრად იშრომა, ბურთი ტრადიციულად დიდ მანძილზე მიჰქონდა...
1 ევროპული და 5 ფრანგული
ევროპაში საკლუბო თასების მერვედფინალი გაიმართა, ხოლო საფრანგეთში პრო დ2-ის 25-ე ტური შედგა. ჩელენჯ თასზე ერთი ქართული ლელო დაფიქსირდა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში – ერთბაშად 5! ჩემპიონთა თასი „ტულონმა“ სამხრეთაფრიკულ „სთორმერზს“ უმასპინძლა და დიდი გაჭირვებით აჯობა – 28:27. მიხეილ შოშიაშვილის კარიერა ისეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდება, ნებისმიერს შეშურდება – 19 წლის მესამეხაზელმა ტოპ 14-ისა და...
შორეული იმედები
4 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ ახალ წამოწყებაში – ერთა თასში ჩაებმება. მოგეხსენებათ, რაგბის გლობალურმა მმართველებმა ეროვნული ნაკრებები 12-გუნდა „იარუსებად“, იგივე „ტიერ“-ებად ფაქტობრივად ოფიციალურად დაჰყო და ბორჯღალოსნებს შოტლანდიელებთან თუ სამხრეთაფრიკელებთან ტესტებთან გამოთხოვება ოფიციალურადვე მოუწევთ. ადგილი მსოფლიო რაგბის მეორე თორმეტეულში მიგვეჩინა და 4 ივლისს ეს მეორეხარისხოვანი დუჟინი საკუთარ წვენში ხარშვის მორიგ სტადიას შეუდგება. მოკლედ, 4...
შიოშვილმა ფრანგული ანგარიშიც გახსნა
გასულ უქმეებზე საფრანგეთისა და ინგლისის სარაგბო ჩემპიონატებში მორიგი ტური გაიმართა. ევროპის ამ უძლიერეს შიდა ტურნირებში 3 ქართული ლელო დაფიქსირდა: ერთი ტოპ 14-ში და ორიც – პრო დ2-ში. ტოპ 14 „ტულონის“ ახალი წლის დადგომამდე ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ბოლო 6 მატჩიდან 5-ის წაგების პირობებში ფრანგული რაგბის გრანდი ცხრილში მე-11 ადგილამდე ჩამოქვეითდა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 6...
მხოლოდ გოგიჩაშვილი
ზამთრის სანაკრებო სეზონი დასრულდა და საფრანგეთის ტოპ 14-ში მორიგი, მე-19 ტურიც გაიმართა. მისი მონაწილე 15 ქართველი მორაგბე გახდა. შიდა ჩემპიონატი ინგლისშიც განახლდა და ერთმა ჩვენებურმა იქაც იასპარეზა. ტოპ 14 ინდივიდუალურად საანგარიშო უიქ-ენდი ყველაზე წარმატებული გურამ გოგიჩაშვილისთვის გამოდგა. „რასინგ-92“-ის მარცხენა ბურჯმა „კასტრთან“ საშინაო მატჩის 25-ე წუთზე პარიზელთა ხანგრძლივი შეტევა შედეგიანად დაასრულა. პარიზელები კასტრელებს კარგა ხანი ჩეჩქვავდნენ...
სამყაროს მინი-მოდელი
მოხდა ის, რის საშიშროებაც დიდი ხანია არსებობდა და რის შესახებაც საუბარს „სარბიელი“ არასდროს მორიდებია. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დომინაციას ტიერ 2-სა და კერძოდ, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატზე, წერტილი დაესვა. იმედია, დროებით, თუმცა დღეს ფაქტია – 17-გზის ჩემპიონმა ბორჯღალოსნებმა კვირას მადრიდში პორტუგალიელ „მგლებთან“ 17:19 წააგეს და ტიტულიც დაკარგეს. ეს ლოგიკურიც იყო – ადრე თუ გვიან, ფეხი რომ დაგიცდება...
მხოლოდ ჩემპიონობისთვის
კვირას, 15 მარტს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის სატელიტ-ქალაქ ლეგანესში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება. 14-ათასკაციან „ესტადიო ონტაიმ ბუტარკეს“ იმ დღეს დიდი რაგბობა ელის. საფეხბურთო კლუბ „ლეგანესის“ საშინაო არენაზე ჯერ ესპანეთი და რუმინეთი გამოავლენენ მესამეადგილოსანს, ხოლო 21:45-ზე ფინალში საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები ჩემპიონის გამოავლენას შეუდგებიან. პორტუგალიელი „მგლები“ ბორჯღალოსნებისთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. ამ გუნდების 27 შეხვედრიდან...
წინ მადრიდი და ფინალია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო...









