ორშაბათი მძიმე დღეაო, 13 – თარსი რიცხვიაო, სიცხეო, მსაჯობაო, ისაო, ესაო – თავის სამართლებლად უამრავი თემის შერჩევა შეიძლება, მაგრამ ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა, მეტოქესაც ხომ ეხებოდა? ჰოდა, მივიღეთ გამანადგურებელი 19:43 იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან, რომელთანაც უმცროს ბორჯღალოსნებს ქუთაისურ მატჩამდე არასდროს წაეგოთ… თამაშის დაწყება და იტალიური ლელოს დაფიქსირება თითქმის ერთი იყო, მერე კიდევ ერთი დაგვიდეს, მერე –...
Author: სლავა გასპაროვი
გახსოვდეთ შარშანდელი 19:19
ორშაბათს, 13 ივლისს, საღამოს 6 საათზე ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს და იტალიის 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომელიც „მსოფლიო რაგბის“ ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალის სტატუსით ისარგებლებს. სამწუხაროდ, ვიტო კოლელიშვილის შესანიშნავმა ბიჭებმა ჯგუფში უელსთან საკვანძო მატჩი დასანანი შეცდომის გამო მინიმალურად – 24:25 დათმეს, თორემ დღეს იტალიის ნაცვლად უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა, ავსტრალია ან...
პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის მატჩი სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვებაც იზეიმა – 33:12. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავეს, რადგანაც მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს, თუმცა, ერთი კვირის წინ, ურუგვაელებთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაში ბევრად პრაგმატული, რაციონალური, მწყობრი და შეიძლება ითქვას...
სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად
შაბათს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩილეს ცნობილ ატლანტიკისპირა კურორტ ვინია დელ მარის სარაგბო სტადიონზე დაიწყება სამოას და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი. ეს იქნება ახალდაწყებული „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნები ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტევიდეოში, კვლავაც ფავორიტის როლს მოირგებენ. ჯერ ერთი – საქართველო რეიტინგში სამოაზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას,...
8 კოკისპირული ლელო
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაელ თანატოლებს თავსხმა წვიმაში 8 ლელო გაუტანეს, ყველა გარდასახეს და 56:3 მოიგეს. ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, „ლოს ტეროს ხუნიორსმა“ სამხრეთ აფრიკასთან ლამის ორჯერ მეტი გაუშვეს (7:104), ხოლო უელსელებთან შეხვედრაში ქულაც ვერ გააკეთეს (0:47). ვიტო კოლელიშვილის ბიჭებმა კი, პატარა „დრაკონებთან“ დრამატული და დასანანი მარცხის (24:25) შემდეგ აფრიკელებთან 5:33 დამარცხდნენ და ნათელი იყო, რომ ქართველები...
ურუგვაისთან მოგების მოლოდინით
7 ივლისს, საღამოს 20:30-ზე თბილისის „ავჭალაზე“ დაიწყება სარაგბო მატჩი, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ურუგვაის 20-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ეს იქნება საქართველოში მიმდინარე მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრა. საქართველოს და ურუგვაის დღევანდელი ახალგაზრდული რაგბი დონეებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. ურუგვაელები 2009 წლის დებიუტის შემდეგ, აღნიშნულ ტურნირში მეორედ მონაწილეობენ, ქართველები კი 2016 წლის შემდეგ 20-წლამდელთა ელიტის...
ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი მატჩი მოიგო – მონტევიდეოში მასპინძელ ურუგვაის 41:34 სძლია და ბონუსის ჩათვლით, სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა. ეს იყო ბორჯღალოსნების დებიუტი ახალ ტურნირში, ნაკრების სათავეში სადებიუტო მატჩი ფრანგმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა ჩაატარა, ხოლო „შავი ლომის“ გარემარბმა რომა მახათაძემ პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. სიახლე კიდევ ის იყო, რომ დავით ნინიაშვილმა...
მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…
ტოპ 14-ის ბოლო 4 ფინალის გამარჯვებული, ჯამში ტველაზე მეტი – 25 საჩემპიონო ტიტულის მფლობელი. ყოველივე „ტულუზის“ მიღწევაა, რომლის რიგებშიც კარგა ხანია ქართველებს არ უთამაშიათ. ბოლო ალბათ ვასილ კაკოვინი იყო ახალგაზრდულ ასაკში. თუმცა, ტოპ 14-ში „ტულუზის“ გარდა კიდევ 13 კლუბია, რომლებშიც, „ბორდოს“ გამოკლებით, გასულ სეზონში 31-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ბევრ...
25-ე ტულუზური
შაბათს, პარიზის გარეუბან სენ-დენიში მდებარე დიდებულ „სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარი მატჩი შედგა – ფინალში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი კლუბი „ტულუზი“ 2022 წლის ჩემპიონ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად, რომ არცთუ დიდი სხვაობით – 28:20 დაამარცხა, თავისი უპირატესობა ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია. ტულუზელებმა უმაღლესი კლასის რაგბი ითამაშეს, 2 ლელო საფრანგეთის ნაკრების...
ორი ბონუსი უელსთან
ვიქტორ კოლელიშვილისა და საქართველოს 2026 წლის ფორმაციის ახალგაზრდული ნაკრების ოფიციალური დებიუტი უიღბლო გამოვიდა. თბილისის გადავსებულ „ავჭალაზე“ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში უელსის U20-თან მინიმალური სხვაობით – 24:25 დათმეს და სამომავლო პერსპექტივები მნიშვნელოვნად გაიუარესეს. თამაშის სტარტზე „პატარა დრაკონებმა“ მწყობრად და ეფექტიანად შემოგვიტიეს. მათი პირველი იერიში მრავალფაზიანი იყო და ბურთის ჩვენი კარის ძელებს შორის დამიწებით...









