უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ურუგვაელ თანატოლებს თავსხმა წვიმაში 8 ლელო გაუტანეს, ყველა გარდასახეს და 56:3 მოიგეს.
ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, „ლოს ტეროს ხუნიორსმა“ სამხრეთ აფრიკასთან ლამის ორჯერ მეტი გაუშვეს (7:104), ხოლო უელსელებთან შეხვედრაში ქულაც ვერ გააკეთეს (0:47). ვიტო კოლელიშვილის ბიჭებმა კი, პატარა „დრაკონებთან“ დრამატული და დასანანი მარცხის (24:25) შემდეგ აფრიკელებთან 5:33 დამარცხდნენ და ნათელი იყო, რომ ქართველები სამხრეთამერიკელებს იოლად აჯობებდნენ. სამწუხაროდ, უმცროსი ბორჯღალოსნები მშობლიურ კედლებში მხოლოდ მე-9 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას – ასეთი ფასი აქვს უელსთან ბოლო შეტევაში დაშვებულ შეცდომას…
რაც შეეხება საკუთრივ თამაშს, წვიმამ მას დიდი დაღი დაასვა. ავჭალაში ისე წვიმდა, ზოგიერთ ეპიზოდში გადაადგილებაც კი ჭირდა და მოთამაშეები ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავდნენ. მიუხედავად ამისა, ქართველთა დომინაცია სრული იყო და შედეგიც შესაბამისი დადგა. 8 ლელოდან 3 საკუთარ ანგარიშზე კაპიტანმა ლუკა ნარსიამ ჩაიწერა, ხოლო ფულბექმა ნიკოლოზ ხალვაშმა რვავე ლელოს უზუსტესუ გარდასახვა დაურთო.

13 ივლისს საქართველოს 20-წლამდელები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქუთაისში გააგრძელებენ. 18 საათზე „აია არენაზე“ უმცროსი ბორჯღალოსნები იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუხვდებიან. მე-9 ადგილისთვის მეორე ნახევარფინალში იგივე „აია არენაზე“ ერთმანეთს ირლანდიისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
I-IV ადგილებისთვის
13 ივლისი, 18:00, „ავჭალა“
საფრანგეთი – ახალი ზელანდია
13 ივლისი, 20:30, „ავჭალა“
სამხრეთ აფრიკა – ინგლისი
V-VIII ადგილებისთვის
12 ივლისი, 18:00, „ავჭალა“
არგენტინა – შოტლანდია
12 ივლისი, 20:30, „ავჭალა“
ავსტრალია – უელსი
IX-XII ადგილებისთვის
13 ივლისი, 18:00, „აია არენა“
საქართველო – იტალია
13 ივლისი, 20:30, „აია არენა“
ირლანდია – ფიჯი
XIII-XVI ადგილებისთვის
12 ივლისი, 18:00, „აია არენა“
იაპონია – აშშ
12 ივლისი, 20:30, „აია არენა“
ესპანეთი – ურუგვაი
ავტორის პროფილი
- სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი08/07/2026 | 00:328 კოკისპირული ლელო
აქეთურ-იქითური06/07/2026 | 22:34ურუგვაისთან მოგების მოლოდინით
აქეთურ-იქითური05/07/2026 | 16:12ბორჯღალოსნებმა მოგებით დაიწყეს
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 14:21მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…
