ერთი თვის წინ ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ ლიგა 1-ის ახალი ჩემპიონატში სამი ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში უდანაკარგო „პარი სენ ჟერმენთან’’ ერთად „ლიონიც’’ იქნებოდა. პაოლო ფონსეკას გუნდმა სეზონი ჩინებულად დაიწყო, სამივე ტურში გაიმარჯვა და ერთი გოლიც არ გაუშვია. ასეთი სტარტი ერთიორად დასაფასებელია, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემების გამო ბიუჯეტი უკიდურესად ჰქონდა შეზღუდული. ლიონელებმა გაყიდეს წამყვანი ფეხბურთელები ალექსანდრ ლაკაზეტი,...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
2027 წელს მეტროპოლიტანოზე
უეფას გადაწყვეტილებით 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, „ესტადიო მეტროპოლიტანოზე’’ გაიმართება. თავდაპირველი დადგენილების მიხედვით შეხვედრა მილანში, „სან სიროზე’’ უნდა გამართულიყო, მაგრამ ვინაიდან ბოლო დროს მილანური სარბიელის რეაბილიტაციაზე აქტიურად ლაპარაკობენ, ფინალმა ესპანეთის დედაქალაქში გადაინაცვლა. 70 ათასიანი „მეტროპოლიტანოსთვის’’ (ძველი სახელწოდებები „ვანდა მეტროპოლიტანო’’ და „სიბიტას მეტროპოლიტანო’’, ახლანდელი — „რიად ეარ მეტროპოლიტანო’’) ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალი ხილი არ...
ლივერპულში ალისონს უკვე გოლებსაც მიაწერენ
ლივერპულში ალისონ ბეკერს აღმერთებენ. აქ მას განა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევენ, არამედ დარწმუნებულები არიან, რომ გუნდის წარმატებებში ბრაზილიელის მიერ შეტანილი წვლილი მეკარისას სცდება. ამის კარგი მაგალითია საიტი empireofthekop, რომელიც წერს, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, „არსენალთან’’ 1:0 გამარჯვებაში ალისონმა გამორჩეული რამ გააკეთა. ლაპარაკია დომინიკ სობოსლაის მიერ 83-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით გატანილ გოლზე, რომელსაც გარი ნევილმა...
ატლეტიკოსთან სამი თავდამსხმელით?
შაბათს, 13 სექტემბერს „ატლეტიკოს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ მწვრთნელს მარსელინო გარსია ტორალს მიმდინარე სეზონში პირველად მიეცემა სამი თავდამსხმელით თამაშის საშუალება. წინა სამ ტურში ის ხან რა გამოსავალს პოულობდა და ხან რას. „ვანდა მეტროპოლიტანოზე’’ კი მარსელინოს შეუძლია ერთდროულად ათამაშოს ჟორჟ მიქაუტაძე, 32 წლის ესპანელი აიოსე პერესი და 25 წლის ნიგერიული წარმოშობის კანადელი ტანი ოლუვასეი. 33 წლის ესპანელი ცენტრფორვარდის...
რეალი პარიზში არ ჩავა
22 სექტემბერს პარიზში „შატლეს თეატრში’’ „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც „რეალის’’ წარმომადგენლები კვლავ არ დაესწრებიან. მოგეხსენებათ, მადრიდელები „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოებაზე არც შარშან მივიდნენ, როდესაც ჯილდო „მანჩესტერ სიტის’’ ესპანელ ნახევარმცველ როდრის გადასცეს. „მარკა’’ წერს, რომ მიზეზი „ლოს ბლანკოსს’’ და ღონისძიების ორგანიზატორებს, „ფრანს ფუტბოლსა’’ და უეფას შორის გაფუჭებული ურთიერთობებია. ერთი წლის წინ „თეთრები’’ განაწყენდნენ როდესაც გაიგეს, რომ...
ისლანდიას საფრანგეთთან გოლი არ ჩაუთვალეს
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევი შეჯიბრების D ჯგუფში 2:1 მოუგო კერკეტ კაკალს, ისლანდიას, რომელიც შესანიშნავად ორგანიზებული, პრესინგის მიმდევარი, აგრესიული გუნდი გამოდგა. სკანდინავიელები მასპინძლებს მაგრად დაუდგნენ, თუმც ისიც სათქმელია, რომ ბურთის ძირითადად (78%) ფრანგები ფლობდნენ და მომენტებსაც მეტად ქმნიდნენ. ანგარიში ისლანდიამ გახსნა ― 22-ე წუთზე ანდრი გუდიონსენმა მაიკლ ოლისეს შეცდომით ისარგებლა და ბურთი კარში შეაგდო....
სად წავიდა ვაკა ვაკას ფული?
ფიფა სულ უფრო და უფრო ძლევამოსილი ორგანიზაცია ხდება, ის მთელს მსოფლიოს თავს აწონებს ახალ-ახალი პროექტებით, მაგრამ როგორც ფრანგული საიტი sports.fr წერს, კულისებსმიღმა ამბებს მალავს არავის ახედებს, თუ როგორ დახარჯა კოლოსალური თანხები. მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას აქვს თავისი ფონდები, რომელთა დახმარებით ქველმოქმედებასაც ეწევა, მონაწილეობს სოციალურ და საზოგადოებრივ პროექტებში, თუმცა ანგარიშს არავის აბარებს. „სანდი თაიმსმა’’ გამოჩხრიკა საკმაოდ...
პარი სენ ჟერმენმა ზაბარნი მოატყუა?
პარიზში გრძელდება მითქმა-მოთქმა რუსი მეკარის მატვეი საფონოვისა და უკრაინელი მცველის ილია ზაბარნის ერთ გუნდში თამაშის გამო. საკუთრივ ფეხბურთელები ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს გაურბიან, სხვები კი დაბეჯითებით საუბრობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ზაბარნის საფონოვის თანაგუნდელობაზე კატეგორიული უარი ჰქონდა ნათქვამი. ეს დაადასტურა ვეტერანმა ფეხბურთელმა ევგენი ლევჩენკომაც, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტია. „დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ...
იტალია მაინც 16 ნოემბერზე ფიქრობს
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ისრაელმა იტალიას უმასპენძლა და 4:5 წააგო. თამაშის ბედი სანდრო ტონალიმ 90+1 წუთზე გადაწყვიტა. ეს იყო ნამდვილი ტრილერი, რომლის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა: მე-16 წუთზე მანუელ ლოკატელიმ თავის კარში შეაგდო, მე-40 წუთზე კინმა გაათანაბრა. შესვენების შემდეგ დორ პერეცმა ისევ ისრაელი გაიყვანა წინ. ორ წუთში კვლავ კინმა გაქვითა, ამ გოლიდან 6 წუთში კი მატეო...
დე ლა ფუენტე: მთავარია ქედმაღლობა და ამპარტავნება არ შემოგვეჩვიოს
ესპანეთის ნაკრებმა თურქეთის ეროვნული გუნდი მისავე მოედანზე 6:0 გაანადგურა. ქალაქ ქონიაში „ბიუქშეჰირ ბელედიეზე’’ გამართულ შეხვედრაში გოლები გაიტანეს პედრიმ (6-ე და 62-ე წთ), მიკელ მერინომ (22, 45+1, 57) და ფერან ტორესმა (53). მატჩის შემდეგ „ლა როხას’’ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეხვედრა ასე შეაფასა: …თქვენ ახლა ელაპარაკებით მწვრთნელს, რომელიც თავისი ფეხბურთელებით, თავისი გუნდით ამაყობს. ვამაყობ, რომ...









