22 სექტემბერს პარიზში „შატლეს თეატრში’’ „ოქროს ბურთის’’ დაჯილდოება გაიმართება, რომელსაც „რეალის’’ წარმომადგენლები კვლავ არ დაესწრებიან. მოგეხსენებათ, მადრიდელები „ფრანს ფუტბოლის’’ დაჯილდოებაზე არც შარშან მივიდნენ, როდესაც ჯილდო „მანჩესტერ სიტის’’ ესპანელ ნახევარმცველ როდრის გადასცეს.
„მარკა’’ წერს, რომ მიზეზი „ლოს ბლანკოსს’’ და ღონისძიების ორგანიზატორებს, „ფრანს ფუტბოლსა’’ და უეფას შორის გაფუჭებული ურთიერთობებია. ერთი წლის წინ „თეთრები’’ განაწყენდნენ როდესაც გაიგეს, რომ „ოქროს ბურთი’’ მათმა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ვინისიუსმა კი არა, როდრიმ მოიგო.
როგორც ევროპული მედია იტყობინება „ფრანს ფუტბოლი’’ რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა „რეალს’’, ესპანეთის დედაქალაქში დელეგაციაც კი გაუშვა, მაგრამ შეხვედრამ სასიკეთო შედეგი ვერ მოიტანა. შედეგად, ფლორენტინო პერესი და მისი ამალა 22 სექტემბერს პარიზში არ ჩავლენ.
არიან თუ არა წლეულს „ოქროს ბურთის’’ 30 ნომინანტს შორის „რეალის’’ ფეხბურთელები? რასაკვირველია არიან: კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი. რაც შეეხება მეკარე ტიბო კურტუას, მას ლევ იაშინის სახელობის ჯილდოს მიღების შანსი აქვს.
ნომინანტთა შორის არის საქართელოს ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 06:56კვარამ და დემბელემ ერთმანეთი აქეს
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 08:48საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
