„ბაიერნის“ ბელგიელი თავკაცი ვინსენტ კომპანი სარეზერვო გუნდის ვარჯიშის დროს ამ გუნდის მწვრთნელის დანტეს გვერდით იდგა, როდესაც გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა იდეალურად იმუშავა, ვერტმფრენიც კი აამოქმედა. საბოლოოდ 40 წლის ვეტერანი ფეხბურთელი მიუნხენის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა მას უკვე გეგმაზომიერად მკურნალობენ. როგორც ირკვევა მწვრთნელის გარშემო მოტრიალე ხალხისთვის...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები დუღს, ჩემპიონთა ლიგაში გოლი გოლზე გადის, ორშაბათს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს დაასახელებს და ამ ყველაფრის ფონზე სატრანსფერო ამბები თითქოს დავიწყებას მიეცა, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ხალხი, რომელსაც საფეხბურთო ბიზნესის ეს მხარე აბარია გამალებული მუშაობს, რადგან სადაცაა იანვარი დადგება და ფეხბურთელებით ვაჭრობა ერთი თვით განახლდება. გთავაზობთ რამდენიმე სატრანსფერო ცნობას, რომელიც ფრანგულმა...
ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
AS: ასეთ რაღაცებს მისნაირი თავდამსხმელები აკეთებენ. ასე, მოკლედ და გასაგებად შეაფასა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ. ქართველი თავდამსხმელი „მესტალიაზე“ „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოედანზე 66-ზე წუთზე შევიდა და 90+6-ზე, როდესაც ანგარიში იყო 1:1, გამარჯვების გოლი შეაგდო. ანგარიში 38-ე წუთზე პენალტით ვალენსიელმა პეპელუმ გახსნა. 69-ე წუთზე ამერიკელმა ალექს ფრიმენმა თავურით გაქვითა, წერტილი კი მიქაუტაძემ დასვა, როდესაც...
ბარსელონაში გორდონი არ მოსწონთ
„ბარსელონას“ გულშემატკივრები ენტონი გორდონს შემოსწყრნენ. მათი აზრით გარემარბმა ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენთან“ ცუდად ითამაშა. ზოგიერთმა „კულემ“ სოციალურ ქსელში ისიც კი დაწერა, თუ გუნდში მაინცდამაინც ინგლისელი უნდა გვყავდეს მარკუს რაშფორდი დააბრუნეთო. გორდონს, რომელიც „ბარსაში“ გასულ ზაფხულს 70 მილიონ გირვანქად „ნიუკასლიდან“ გადავიდა „პარკ დე პრენსზე“ აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ გაუჭირდა. კატალონიაში ფიქრობენ, რომ მან შეტევაში თავისი გუნდი...
პარიზელი ფანები ბოიკოტს მოითხოვენ
„პარი სენ ჟერმენის“ გულშემატკივრები არჩევანის წინაშე არიან: „ლიონთან“ თამაშს უყურონ თუ „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალზე გადართონ. დილემა მას მერე წარმოიშვა, რაც პსჟ-ლიონის შეხვედრა კვირა საღამოდან ორშაბათზე გადაიტანეს. პარიზელი გულშემატკივარი იხსენებს, რომ ასეთივე პრობლემა ჰქონდა შარშანაც, როდესაც მათი გუნდი მარსელში თამაშობდა, დედაქალაქში კი „ფრანს ფუტბოლი“ ოსმან დემბელეს აჯილდოვებდა. ფანები ისე გაბრაზდნენ, რომ კლუბს წერილითაც კი მიმართეს...
ფრანგული საიტი ოქროს ბურთზე ჭორაობს
ორშაბათს, 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი. ბევრჯერ თქმულა, რომ წლეულს ფავორიტი არ არსებობს. პრეტენდენტთა შორის არიან „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელები ოსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია და ფაბიან რუისი; საფრანგეთის ნაკრების წევრები კილიან მბაპე და მაიკლ ოლისე; ინგლისელი ჰარი კეინი და ფაბიენ რუისის პარტნიორები ესპანეთის ნაკრებში – როდრი და ლამინ იამალი. ფრანგული საიტი sports.fr...
პარიზიენი: როგორ შევავსოთ უზარმაზარი სიაცარიელე?
სამშაბათ საღამოს, როდესაც ფეხბურთელები „პარკ დე პრენსს“ ტოვებდნენ „პარი სენ ჟერმენში“ პესიმიზმი მეფობდა. კარგს არაფერს მოასწავებდა კადრები, რომლებზეც ჩანდა, თუ როგორ გადიოდა ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან კლუბის ორი თანამშრომლის დახმარებით, ის კი მიწაზე ფეხს ვერ აბიჯებდა. სამშაბათ დილას საბოლოო განაჩენიც გამოცხადდა. პსჟ-ს სამედიცინო დასკვნაში ეწერა ყველაზე არასასურველი რამ: „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები...
დემბელეს და მარკინიოსის რამდენიმე კვირა
„პარი სენ ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრის მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაა. ქართველმა გარემარბმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს და მერე ბევრი თვის განმავლობაში ჯანმრთელობის აღდგენაზე იზრუნოს. ამ ამბავმა კი თითქოს დაჩრდილა, რომ იმავე შეხვედრაში კიდევ ორი პარიზელი ფეხბურთელი დაშავდა – მარკინიოსი და ოსმან დემბელე. ბრაზილიელი მატჩის ბოლო წუთზე ილია ზაბარნიმ შეცვალა – მას მარჯვენა ბარძაყის პრობლემა აქვს...
კვარას კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებენ
ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ შეხვედრაში მძიმედ დაშავდა – მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება. ნაკლებ კატეგორიულები რომ ვიყოთ, ასე ვთქვათ: ქართველი ვარსკვლავის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 6-7 თვე დასჭირდება. „ეკიპმა“ ტრავმის შესახებ „სტრასბურის“ ყოფილ ექიმს ფრანსუა პიეტრას ჰკითხა. „ყველა ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესი ინდივიდუალურია, მაგრამ ჯამში ის მაინც დაახლოებით ერთსა და იმავე დროის ჩარჩოებში...
რატომ გაიზარდა გოლების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაში?
ჩემპიონთა ლიგის ახლანდელი ფორმატი უეფამ 2024-25 წლების სეზონში შემოიღო. იდეა ასეთი იყო: მეტი გუნდი, მეტი თამაში, მეტი გოლი. და გულშემატკივარმა ეს ყველაფერი მართლა იხილა. განსაკუთრებით მეტი გოლი. BBC-ს ჟურნალისტი ალექს ბროზერტონი წერს, რომ გასული ორი სეზონის განმავლობაში შედეგიანობა მართლაც ძალიან გაიზარდა, წლევანდელ გათამაშებაში კი კიდევ უფრო მეტი გოლი გადის. სადღეისოდ გუნდებმა 187 გოლი გაიტანეს რაც...









