No description available.საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი წერს: „საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი, დევიდ უები შეუერთდა. 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. (Performance Coach). სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი საქართველოს ნაკრებში სექტემბრის მატჩებიდან იმუშავებს.

დევიდ უებს ევროპულ კლუბებში ამ და სხვა მიმართულებით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს „უიმბლდონში“, „კრისტალ პალასში“, „ტოტენჰემში“, „მილუოლში“, „ლევერკუზენში“, „საუთჰემპტონში“, „ბორნმუთში“, „ჰოფენჰაიმში“, „ბეტისში“, „ესტერსუნდში“, „ჰადერსფილდსა“ და „იორკ სიტიში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): “საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი უკვე სექტემბრის მატჩებიდან შეუერთდება. ჩვენ მუდმივად განვითარებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, საინტერესო სიახლე იქნება, რადგან ეს მიმართულება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოცდილია. დევიდ უებს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ახალი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებთან ერთად”.

ერთი სიტყვით, მარტივად და უფრო გასაგებად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ფსიქოლოგი დაიქირავა… დრო იყო…

შეგახსენებთ, 8 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს, ნორვეგიას, ოსლოში.