აგუერო 15 დეკემბერს წავა

Home სიახლეები აგუერო 15 დეკემბერს წავა
აგუერო 15 დეკემბერს წავა

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, გულის პრობლემების გამო, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება საბოლოოდ გადაწყვიტა და ამის შესახებ 15 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი არგენტინელი ესპანური პრიმერას „ალავესთან“ (1:1) მე-12 ტურის მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს გაუარესებული ტაქიკარდიის გამო. მალევე ექიმებმა თქვეს, რომ აგუერო ამ მიზეზით მინიმუმ სამ თვეს ვერ ითამაშებდა.

არგენტინელი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან.“