ტორპედო, დეიმატე მაგი !

Home აქეთურ-იქითური ტორპედო, დეიმატე მაგი !
ტორპედო, დეიმატე მაგი !
ასეთიც ყოფილა: ქომაგი და დინამოელი ჩისკო მუნიოსი

საქართველოში, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ მოედანზე შევარდნილი ბავშვები აღარავის უკვირს. ზოგი ნიძლავზე შერბის, ზოგი მაისურისთვის, ზოგიც ალბათ, სტიუარდებთან დაჭერობანას სათამაშოდ. ერთი ქართველი გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხებშიც კი ჩაუვარდა…

„დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო თამაში კი რამდენიმე წუთის დამთავრებული იქნებოდა, როცა 10-12  წლის ბიჭი შეიჭრა მინდორზე და სტიუარდებთან დაჭერობანა გააჩაღა.

ისე ყოჩაღად უსხლტებოდა სამ კაცს, როგორც ჩარლი ჩაპლინი პოლიციელებს. თვითონაც გაიხარა და ტრიბუნებზე მყოფი გაყინული გულშემატკივრებიც სიცილით გაახურა, ამის შემყურე ერთმა ენამოსწრებულმა ქომაგმა კი რჩევა „ესროლა“ ჩემპიონს: „ტორპედო“, დეიმატე მაგი“!