წელი: 2025

Home 2025
გაუფის დღე და მეორე ტიტული
ჩანაწერი

გაუფის დღე და მეორე ტიტული

  2025 წლის „როლან გაროსი“ 21 წლის კოკო გაუფმა მოიგო. ამერიკელმა ჩოგბურთელმა ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა 6:7; 6:2; 6:4 დაამარცხა და დიდი მუზარადის ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო. ჩემპიონმა პრიზი ჟუსტუნ ენენ არდენისგან ჩაიბარა. თამაში მართლაც ფინალის დარი გამოდგა. თავიდან საბალენკამ ორი ბრეიკი აიღო და 4:1 დაწინაურდა. თუმცა, კოკომ იქვე უპასუხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4....

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს
ჩანაწერი

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს

„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს. სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო. პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს...

უცნაური საქართველოს ორი მოგება
ჩანაწერი

უცნაური საქართველოს ორი მოგება

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის მესამე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სულ ხუთი ქულა აქვს. ჩვენმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლუქსემბურგი 3:2 (21:25; 31:29; 25:15; 22:25; 15:8) დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ანა კალანდაძემ, რომელმაც 28 ქულა მიითვალა და გამარჯვების მომტანი ქულა ეისით მოიპოვა. გუნდს 20 ქულა მაგდა კობაიძემ მოუტანა. ისიც...

გვარდიოლა: ფინალში ასეთ ანგარიშს არ ველოდი
ჩანაწერი

გვარდიოლა: ფინალში ასეთ ანგარიშს არ ველოდი

„პარი სენ ჟერმენი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ ამიერიდან „ერთ ლიგაში’’ არიან. თავის დროზე ორივე კლუბი არაბებმა იყიდეს და წლების განმავლობაში დიდძალი ფულის ხარჯვის შედეგად ბოლოს და ბოლოს ორივემ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „სიტიმ’’ იგივე პროგრამა პსჟ-ზე ორი წლით ადრე შეასრულა. ფინალში ორივემ ერთი და იგივე მეტოქე დაამარცხა — „ინტერი’’. განსხვავება ანგარიშშია. მანჩესტერელებს გაუჭირდათ, 1:0 მოიგეს, პსჟ-მ კი...

სპალეტი ყველას აავადებს?
ჩანაწერი

სპალეტი ყველას აავადებს?

„ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ერთი კვირის თავზე ისევ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვუყურებდი, ― წერს იტალიური საიტის calciomercato-ს მიმომხილველი სანდრო საბატინი, ― ერთადერთი, დონარუმა იყო ჩვენთან. ის გასული შაბათის მსგავსად მატჩს პრივილიგირებული სტუმრის სტატუსით აღარ ადევნებდა თვალს. მეტოქე კი ამჯერად არა დიდი, წვრილი და ამომავალი ვარსკვლავებით  სავსე „პარი სენ ჟერმენი’’, არამედ ნორვეგიის ნაკრები იყო. ჩემპიონთა ლიგის...

პსჟ-ს ყველა გოლი ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

პსჟ-ს ყველა გოლი ჩემპიონთა ლიგაში

გასულ შაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ „ინტერს’’ 5:0 მოუგო და პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ აპოთეოზამდე პარიზელებმა ახალი ფორმატის შეჯიბრებაში 16 შეხვედრა ჩაატარეს. ტრიუმფით დასრულებულ შეჯიბრებაში ლუის ენრიკეს გუნდმა 38 გოლი გაიტანა. ყველაფერი დაიწყო სექტემბერში, როდესაც ნუნუ მენდეშის ჩაწოდებული ბურთი „ჟირონას’’ მეკარემ თავის კარში შეაგდო და პსჟ-ს ლიგის ეტაპზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ქვემოთ...

აქამდე ცხრაგოლიანი თამაში არ ყოფილა
ჩანაწერი

აქამდე ცხრაგოლიანი თამაში არ ყოფილა

2025 წლის ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის მეტოქე იქნება ესპანეთი: შტუტგარტში მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლა როხამ’’ საფრანგეთის ნაკრებს 5:4 მოუგო. ეს თამაში შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. ესპანეთი ზედიზედ მესამედ გავიდა ერთა ლიგის ფინალში. საინტერესოა, რომ 55-ე წუთისთვის ანგარიში იყო 4:0 ესპანეთის სასარგებლოდ. გოლები გაიტანეს ნიკო უილიამსმა, მიკელ მორენომ, ლამინ იამალმა (პენალტით) და პედრიმ. ამას 4...

ექსპერიმენტული მოგება
ჩანაწერი

ექსპერიმენტული მოგება

სანაკრებო პაუზის დროს საქართველომ დრო იხელთა და ფარერების ნაკრებს უმასპინძლა. მეტოქე რომ დიდი სახელით არ გამოირჩევა, ამაზე არ ვიკამათოთ, რადგან მეორე ნაკრებითაც კი დავამარცხეთ – 1:0. ანგარიშმა არ მოგვატყუოს. უპირატესობა ჩვენი იყო, მომენტებიც ბევრად მეტი გვქონდა. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ იყო ეპიზოდები, სადაც გიორგი ლორიამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა – ბოლო წუთზეც კი. გიორგი ლორია –...

საფრანგეთში სენსაცია მასპინძელია
ჩანაწერი

საფრანგეთში სენსაცია მასპინძელია

„როლან გაროსზე“ ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. კაცთა შორის სენსაციური არაფერი მომხდარა და ოთხეულში გასული ჩოგბურთელებიდან რეიტინგში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მეშვიდე ჩოგანია. ქალთა შორის კი… ნახევარფინალშია 361-ე ჩოგანი ლაურა ბუასონი. მასპინძელმა შინაურ კორტებზე მართლაც კარგად ითამაშა და ფინალში გასვლასთან ერთ ნაბიჯშია. ბუასონმა მეოთხედფინალში მარი ანდრეევას აჯობა – 7:6; 6:3. ახლა მისი მეტოქე ამერიკელი კორი გაუფი იქნება, ვისაც...

კრიშტიანუ – 137!
ჩანაწერი

კრიშტიანუ – 137!

გერმანიას ერთა ლიგაში გამარჯვებაზე ოცნება ჯერჯერობით ოცნებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შინ თამაშობდა, ნახევარფინალში ბუნდესნაკრები ცივსისხლიან პორტუგალიასთან დამარცხდა – 1:2. შეხვედრა, რომლის ბედიც მეორე ტაიმში გადაწყდა თავსხმის გამო ათი წუთით გვიან დაიწყო. გოლები კი შესვენების შემდეგ გავიდა: 48-ე წუთზე იოშუა კიმიხმა ბურთი პორტუგალიელების დაცვას თავზე გადაუგდო, სადაც ის ფლორიან ვირტცმა მეტად მოზომილი თავურით შეაგდო კარში....