გასულ შაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ „ინტერს’’ 5:0 მოუგო და პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ აპოთეოზამდე პარიზელებმა ახალი ფორმატის შეჯიბრებაში 16 შეხვედრა ჩაატარეს.
ტრიუმფით დასრულებულ შეჯიბრებაში ლუის ენრიკეს გუნდმა 38 გოლი გაიტანა. ყველაფერი დაიწყო სექტემბერში, როდესაც ნუნუ მენდეშის ჩაწოდებული ბურთი „ჟირონას’’ მეკარემ თავის კარში შეაგდო და პსჟ-ს ლიგის ეტაპზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
ქვემოთ გთავაზობთ პარიზელების მიერ გატანილ ყველა გოლს. შეგვიძლია გავიხსენოთ ოსმან დემბელეს ოპორტუნისტული გოლი „ლივერპულის’’ კარში ან ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს შედევრები „ასტონ ვილასთან’’. და ბოლოს, რასაკვირველია ჩაროზად დავტკბეთ ფინალის ხუთი გოლით.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 9 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გადააწოდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 08:14რას ელოდება საქართველის ნაკრების მეტოქის, უნგრეთის გულშემატკივარი?
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჟ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
