წელი: 2025

Home 2025
ევროპამდე ექსპერიმენტით…
ჩანაწერი

ევროპამდე ექსპერიმენტით…

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ საკონტროლო მატჩი გამართა რუმინეთთან და 0:1 დამარცხდა. რამაზ სვანაძემ უკვე დაასახელა ის 23 ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკეთში გაემგზავრება, მანამდე კი რუმინეთთან ყველა ფეხბურთელი გამოსცადა ორი ტრავმირებულის (გოგლიჩიძე და ლომინაძე) და მეკარეების გარდა. ვერ ვიტყვით, რომ მეტოქემ საქართველოს აჯობა და ისე მოიგო. სვანაძემ რამდენიმე სიახლეს მიმართა. იყვნენ დებიუტანტებიც, სათამაშო სქემაც ოთხმცველიანი...

დარტყმა… არის… სეზონის საუკეთესო გოლი
ჩანაწერი

დარტყმა… არის… სეზონის საუკეთესო გოლი

საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც სეზონის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა. გამოკითხავში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან სამი ქართველი იყო – ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე. გამარჯვებულად ზურიკო დავითაშვილის მიერ „ოსერთან“ კარში შეგდებული ბურთი დასახელდა.                                ...

გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!
ჩანაწერი

გიორგი ლორია: წავედი, მადლობა!

დღეს, ეროვნული გუნდის 39 წლის მეკარე გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „17 წელი ცოტა არ არის. ფარერებთან, 5 ივნისს ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს… მადლობა ნაკრების მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივარს ახარებს. ქომაგის თანადგომას განსაკუთრებით ვგრძნობდი....

23 ქართველი სლოვაკეთში…
ჩანაწერი

23 ქართველი სლოვაკეთში…

რუმინეთთან დღევანდელი ამხანაგური მატჩის წინ საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებსაც სლოვაკეთში, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე იახლებს. მეკარეები ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი,...

დეზირე დუეს დღეობა
ჩანაწერი

დეზირე დუეს დღეობა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლის გატანიდან სამი დღის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავდამსხმელს დეზირე დუეს 20 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდა ვარსკვლავი დღეობას კლერფონტენში, საფრანგეთის ნაკრების ბაზაზე შეხვდა. დუეს ასაკთან შედარებით უჩვეულოდ გაზრდილს უწოდებენ და წერენ, რომ მან დაბადების დღის საჩუქარზე თავად იზრუნა ― სამი დღით ადრე „ინტერს’’ ორი გოლი გაუტანა. დიდიე დეშამმა პარიზელთა ფორვარდი ერთა ლიგის...

რა შეიცვლება ჩემპიონთა ლიგაში?
ჩანაწერი

რა შეიცვლება ჩემპიონთა ლიგაში?

შაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს’’ 5:0 მოუგო და პირველად აღმართა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი. ასე დამთავრდა შეჯიბრების ის გათამაშება, რომელიც უეფამ ახალი ფორმატით ჩაატარა. 2024-25 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპი პირველად შეცვალა ეგრეთწოდებულმა ლიგის ეტაპმა, თუმცა ESPN-ის ინფორმაციით რეფორმები ამით არ მთავრდება და ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს სურს შეჯიბრების პირველ ეტაპზე ზედა...

ორიაკი დარჩა
ჩანაწერი

ორიაკი დარჩა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ტოპ 14-ში ბოლო ტურიღა დარჩა გასამართი, პრო დ2-ში ფინალისტები გამოვლინდნენ, ხოლო „ქართულმა“ „ორიაკმა“ პლეი-ოფში გამარჯვებით ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ტოპ 14 „ტულუქმა“ ჩელენჯ თასის ფინალისტ „ლიონს“ დამაჯერებლად, 43:3 მოუგო და მდევარ „ბორდოს“ მთელი 17 ქულით დაცილდა. ირაკლი აფციაურმა პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა და ზედაც ბოლო 7 წუთი წაამატა. მეორე ადგილისთვის ორი მებრძოლი კი...

ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს
ჩანაწერი

ტრიუმფი, რომელიც შეიძლება ვერავინ გაიმეოროს

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერის’’ გასაკვირი ანგარიშით 5:0 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ ფანები მიუნხენის „ალინც არენას’’ მოედანს შეესიენ. მათ დაცვის სამსახურის მრავალრიცხოვან თანამშრომლებს აჯობეს და ყველაფერი დაიტაცეს რისი დატაცებაც შეიძლებოდა: კარის ბადეები თუ გაზონი. ვიტინია ბარიერზე აძვრა და გულშემატკივარს ხელს ართმევდა. მეტოქე გუნდების ფანებმა თამაშამდე ქალაქის რკინიგზის სადგურზე ჩხუბეს და საცობი გამოიწვიეს. პარიზში კი აქა-იქ...

პატარა გორი დიდ 10-ში
ჩანაწერი

პატარა გორი დიდ 10-ში

სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ფინალმა, რომელიც დედაქალაქურ „ავჭალაზე“ გაიმართა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო თამაში, რომელიც აშკარად იმსახურებდა დიდი ფინალის წოდებას. რეგულარული სეზონის მომგები „გორი“ გამოკვეთილი ფავორიტი იყო პირველი ლიგის ახალბედა თბილისის „წიქარასთან“ დაპირისპირებაში, თუმცა ამ დრამატული მატჩის თავბრუდამხვევმა სიუჟეტმა მაყურებელი და ორივე მოწინააღმდეგე მხარე უკიდურეს დაძაბულობაში ბოლო წამამდე ამყოფა. „გორმა“ თამაშის ბოლოსწინა წუთზე გატანილი...

ანდორა დამარცხებულია…
ჩანაწერი

ანდორა დამარცხებულია…

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალთა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ანდორაში გამართა და 10 მოთამაშით დაღცენილება, დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მეტოქის დამარცხება – 2:1. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის გადაცემით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა. 52-ე წუთზე,...