დღეს, ეროვნული გუნდის 39 წლის მეკარე გიორგი ლორიამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
„17 წელი ცოტა არ არის. ფარერებთან, 5 ივნისს ბოლო თამაშს ჩავატარებ ჩვენი ქვეყნის ნაკრების მაისურით. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით იდგა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, მწვრთნელებს…
მადლობა ნაკრების მთელ პერსონალს. ისინი ქმნიან გუნდს, რომელიც გულშემატკივარს ახარებს.
ქომაგის თანადგომას განსაკუთრებით ვგრძნობდი. მახსოვს, ესპანეთთან რომ ვითამაშე, 55 ათასი ადამიანი როგორ სკანდირებდა ჩემს გვარს.
ეროვნული გუნდის მაისურის ტარება ჩემთვის პატივი იყო, ბავშვობის ოცნება. ნაკრებში კარიერას სუფთა გულით ვამთავრებ. მადლიერი ვარ, რომ ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა.
მინდა, კვარას წარმატება მივულოცო. ხვიჩა ჩვენთვის მაგალითია, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ფეხბურთელმა. ახალგაზრდებს ვურჩევ, იშრომონ და ფეხბურთის ერთგულები დარჩნენ“, – თქვა გიორგი ლორიამ, ვინც ხუთშაბათს ნაკრების ფორმით 79-ე მატჩს ჩაატარებს. მისი დებიუტი 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთთან მატჩისას შედგა. მაშინ ნაკრებს პიტერ სეგრტი თავკაცობდა. გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
სიახლეები12/08/2026 | 21:49ბასილაშვილი ცინცინატს დაემშვიდობა
