როდესაც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს დიდიე დეშამს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ჰკითხეს, მან ღიმილით, მაგრამ ერთგვარი წყენით უპასუხა: „ამ შეკითხვას სერიოზულად მისვამთ? მარკუსს (ტურამს) და ბენჟემენს (პავარს) ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ როგორც ფრანგული ფეხბურთის წარმომადგენელი რასაკვირველია ფრანგულ კლუბს ვგულშემატკივრობ. მერე რა რომ „მარსელში’’ ვთამაშობდი. მსურს პსჟ-მ გაიმარჯვოს, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა ამ შეხვედრის მონაწილე შვიდმა ფეხბურთელმა...
წელი: 2025
ალე, პარი!
გზავნილი მარტივი და გასაგებიაო, წერს პარიზიენი. გუშინ ანუ პარასკევ საღამოს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე გამოისახა სიტყვები: წინ, პარიზო! ასე დაუჭირა მხარი საფრანგეთის დედაქალაქმა თავის გუნდს „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც დღეს საქართველოს დროით 23 საათზე მიუნხენში „ალიანც არენაზე’’ გაიმართება. პსჟ-ს მეტოქეა „ინტერი’’. „პარიზიენის’’ თქმით ამ შეხვედრას მთელი ქალაქი დიდი მღელვარებით ელის. დღეს,...
აგვისტომდე წავედით…
ეროვნული ლიგის მეორე წრე დასრულდა. მე-18 ტურში სამი დუბლი შესრულდა და ორი ფეხბურთელი გააძევეს. ლიდერი თბილსის „იბერიაა“ 44 ქულით, მას კვალში გორის „დილა“ მიჰყვება 38 ქულით, სამეულს კი 30-ქულიანი „ბათუმი“ ავსებს. სხვათა შორის, წინა სეზონში მეორე წრის გამარჯვებული „დილა“ გახლდათ 39 ქულით. „იბერია“ კი მესამე საფეხურზე იდგა და ლიდერს 7 პუნქტით ჩამორჩებოდა. გაძევებები ვახსენეთ და...
უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!
რამდენიმე კრივიანი ჭორაობა იმით დამთავრდა, რომ ანტონიო კონტემ „ნაპოლიში’’ დარჩენა გადაწყვიტა. ის აურელიო დე ლაურენტისის პროექტს გააგრძელებს. არადა ამბობდნენ, რომ „აძურის’’ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოპოვების შემდეგ კონტე „იუვენტუსში’’ დაბრუნდებოდა. ტურინული კლუბსაც ძალიან სურდა ყოფილ თავკაცთან თანამშრომლობის აღდგენა, მაგრამ პარტენოპეელთა მწვრთნელისა და პრეზიდენტის მოლაპარაკებებმა ყველაფერს წერტილი დაუსვა. გამოქვეყნდა ლოზუნგი: „სრული სვლით წინ! უფრო ძლიერად ვიდრე ადრე!’’....
ალეგრი მილანში წავიდა
მასიმილიანო ალეგრი „მილანის’’ ახალი მწვრთნელია. მან სერჟიო კონსეისაო შეცვალა. კლუბსა და ფეხბურთის ლივორნოელ სპეციალისტს შორის შეთანხმება შედგა. ალეგრის „როსონერი’’ ადრეც გაუწვრთნია: 2010 წლის ზაფხულიდან 2014 წლის იანვრამდე. როგორც იტალიური წყაროები იტყობინებიან, გარიგებაში გადამწყვეტი როლი მილანელთა ახალმა სპორტულმა დირექტორმა ალბანელმა ვეტერანმა იგლი ტარემ ითამაშა. ის პირადად შეხვდა „კალიარისა’’ და „იუვენტუსის’’ ყოფილა თავკაცს და საქმე მოაგვარა. გუშინ...
ფრთხილად, არ დათარსოთ!
პარიზელები ეტყობა ცრუმორწმუნე ხალხი არ არის. მათ დიდი მსჯელობა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი ზეიმი უნდა მოაწყონ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან’’ გამარჯვების შემთხვევაში. როგორც ადრე ვწერდით, კვირას შუადღისას გუნდი თასით შონზ ელიზეზე ჩაივლის. „პარიზიენის’’ ინფორმაციით მიუნხენიდან გუნდი შარლ დეგოლის აეროპორტში დღის 4 საათზე ჩაფრინდება, 5 საათზე კი ქალაქის მთავარ გამზირს მიაღწევს და პარადიც დაიწყება. სახალხო...
პარიზელებს პარადი უნდათ, ოლქის მერიას კი ეშინია
თუ „პარი სენ ჟერმენი’’ შაბათ საღამოს „ინტერს’’ დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, პარიზში დაბრუნებული ფეხბურთელები შონზ ელიზეზე პარადს მოაწყობენ. ეს ცნობა პირველმა RMC Sport-მა გაავრცელა და მოგიანებით „პარიზიენმა’’ დაადასტურა. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ დედაქალაქის მერიას ნახევარფინალში გამარჯვებისთანავე მიმართა, მაგრამ მკაფიო პასუხი მყისიერად არ მიუღია. არადა ეს პარადი პარიზულ კლუბს ისტორიაში პირველი „დიდყურა თასის’’ მოგების შემთხვევაში საშუალებას...
როკენCole მუდრიკის გარეშე
„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...
სანიოლი: მსოფლიო ჩემპიონატამდე გრძელი გზა გვაქვს
5 და 8 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – „ჯვაროსნები“ თბილისში ფარერის კუნძულების ნაკრებს, ხოლო ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება. ამას გარდა საქართველო ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა...
ვინ შეცვლის ინძაგის?
დღეს მილანში, „ინტერის’’ ბანაკში სრული კონცენტრაციაა. „პარი სენ ჟერმენთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ სხვა საკითხებზე ენერგიას არავინ ხარჯავს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: ბოლოხანს სიმონე ინძაგიმ ქარაგმულად და მინიშნებებით თქვა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება ფინალი, შესაძლოა „ნერაძური’’ დატოვოს. calciomercato-ს მიმომხილველის ანდრეა დისტასოს აზრით კლუბი ხვადასხვა შესაძლო სცენარისთვის ამთავითვე უნდა მოემზადოს. ერთი წლის...









