როდესაც საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს დიდიე დეშამს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ ჰკითხეს, მან ღიმილით, მაგრამ ერთგვარი წყენით უპასუხა: „ამ შეკითხვას სერიოზულად მისვამთ? მარკუსს (ტურამს) და ბენჟემენს (პავარს) ცუდს არაფერს ვუსურვებ, მაგრამ როგორც ფრანგული ფეხბურთის წარმომადგენელი რასაკვირველია ფრანგულ კლუბს ვგულშემატკივრობ. მერე რა რომ „მარსელში’’ ვთამაშობდი. მსურს პსჟ-მ გაიმარჯვოს, თუმცა უპირველეს ყოვლისა მინდა ამ შეხვედრის მონაწილე შვიდმა ფეხბურთელმა ტრავმა არ მიიღოს. ნაკრებს ხომ სამი მცველი (უპამეკანო, სალიბა და კუნდე) ისედაც აკლია’’.
ეს სიტყვები დეშამმა კლერფონტენის ბაზაზე თქვა, სადაც საფრანგეთის ნაკრებმა მზადება დაიწყო. ხუთშაბათს, 5 ივნისს ერთა ლიგის ეგიდით „ლურჯები’’ ესპანეთს ეთამაშებიან.
ფინალის შესახებ კი ფრანგთა თავკაცმა თქვა, რომ ეს იქნება სტილთა დაპირისპირება: „პსჟ და „ინტერი’’ სხვადასხვა სქემით თამაშობენ. მათი წყალობით ისინი შეჯიბრების ბოლო თამაშამდე მივიდნენ, ფინალში კი ყველაფერს წვრილმანები წყვეტს. იქ გამარჯვებისათვის ყველაფერი სწორედ უნდა გააკეთო. პსჟ – ეს არის ბურთის ფლობა, გადაადგილება, ფრთების გამოყენება, სამი ნახევარმცველით ბურთის შენარჩუნებისა და პრესინგის თამაშის უნარი. „ინტერი’’ კი სამი მცველითა და ორი თავდამსხმელით თამაშობს. როდესაც დაკარგულ ბურთს მოიპოვებს, მას შეუძლია ბევრი პრობლემები შექმნას. გარდა ამისა მილანელების მხარესაა გამოცდილება, რადგან რვა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკვე ნათამაშევი აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ემოციურ მხარეს. ფინალმა შესაძლოა ყველაზე მშვიდ ფეხბურთელზეც კი იმოქმედოს’’.
დეშამმა პარიზული გუნდის მწვრთნელზე ლუის ენრიკეზეც ილაპარაკა: „მე მას ჩემს თავს არ შევადარებ, რადგან კლუბის მწვრთნელობა და ნაკრების მწვრთნელობა სხვადასხვა საქმეა, მაგრამ მე მას დიდ პატივს ვცემ. ბრავო მას, ასე რომ უერთგულა თავის იდეებს. რამდენიმე თვის წინ მის შესახებ შესაძლოა სულ სხვანაირად ელაპარაკათ, მაგრამ ფეხბურთში მოგება ყველაზე მშვენიერი რამ არის. ის გაძლიერებს’’.
სად ნახავენ საფრანგეთის ნაკრების ბანაკში მყოფი ფეხბურთელები ფინალს?
„ჩვენ არაფერი დაგვიგეგმავს. არანაირი ვალდებულება არ არსებობს. თუ უნდათ შეუძლიათ ჰოლში შეიკრიბონ და ერთად უყურონ, თუ უნდათ თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ. ეს მათი გადასაწყვეტია’’, ― უპასუხა დეშაამა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
