გზავნილი მარტივი და გასაგებიაო, წერს პარიზიენი. გუშინ ანუ პარასკევ საღამოს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე გამოისახა სიტყვები: წინ, პარიზო! ასე დაუჭირა მხარი საფრანგეთის დედაქალაქმა თავის გუნდს „პარი სენ ჟერმენს’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც დღეს საქართველოს დროით 23 საათზე მიუნხენში „ალიანც არენაზე’’ გაიმართება. პსჟ-ს მეტოქეა „ინტერი’’. „პარიზიენის’’ თქმით ამ შეხვედრას მთელი ქალაქი დიდი მღელვარებით ელის.
დღეს, ეიფელის კოშკს საკლუბო ფერებად აანთებენ. რამდენიმე დღის წინ ქალაქის მერმა ანი იდალგომ ― რომელსაც პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან ცივი ურთიერთობა აქვს ― თქვა: „ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფეხბურთელებს მთელი პარიზი უჭერს მხარს. მათ მხარდასაჭერად გადავწყვიტე შაბათ საღამოს ეიფელის კოშკი საკლუბო ფერებით გავანათო. ამ საღამოს პარიზელებს ფეხბურთის ისტორიასთან აქვთ პაემანი’’.
მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი „პარკ დე პრენსზეც’’. პარიზული კლუბის მშობლიურ სტადიონზე დიდ მონიტორებს დადგამენ, რომლებზეც თამაშის ტრანსლაცია გადაიცემა.
კვირას კი, გამარჯვების შემთხვევაში, შონზ ელიზეზე პარადი მოეწყობა, სადაც ფეხბურთელები „დიდყურა თასს’’ ჩამოატარებენ და ეს თასი ამ დღეს, „პარიზიენის’’ თქმით, თვით ეიფელის კოშკსაც დაჩრდილავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
