საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ქალთა ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი ანდორაში გამართა და 10 მოთამაშით დაღცენილება, დაძაბულ ბრძოლაში მოახერხეს მეტოქის დამარცხება – 2:1.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის გადაცემით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა.
52-ე წუთზე, ნინო პასიკაშვილის გაძევების შემდეგ, ჩვენი გუნდი 10 ფეხბურთელით დარჩა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა.
ერთა ლიგის მიმდინარე საქართელოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.
მომდევნო მატჩში ქართველი გოგონები 3 ივნისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსს უმასპინძლებენ და მოგების შემთხვევაში ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებენ.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი22/06/2026 | 22:47საქართველო რიდით ვარჯიშობს
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
