წელი: 2025

Home 2025
გარდაიცვალა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა
ჩანაწერი

გარდაიცვალა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა

გარდაიცვალა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა 72 წლის ბერნარ ლაკომბი. ის ინავრის შემდეგ ჰოსპიტალიზებული იყო. „ლიონის’’ გმირთაგმირი საფრანგეთის გარეთ მცხოვრებ გულშემატკივარს ყველაზე კარგად ალბათ ევროპის 1984 წლის ჩემპიონატიდან ახსოვს. ლაკომბი 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანების დასაწყისის მიშელ იდალგოსეული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მიშელ პლატინის მხარდამხარ თამაშობდა. ლაკომბმა „ლურჯების’’ შემადგენლობაში 38 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. მან ფართო...

ორი ფავორიტის ერთი ბრინჯაო
ჩანაწერი

ორი ფავორიტის ერთი ბრინჯაო

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა მედლისკენ მიმავალი გზა იტალიელი კრისტიან პარლატის ძლევით დაიწყო; შემდეგ ჩეხი კლამერტი და ესტონელ კალიულაიდი ვაზარით დაამარცხა. ჩვენებურის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელ სანშირო მურაო იყო, ვისთანაც დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იტალიის წარმომადგენელს, კენი კომი ბედელს დაუპირისპირდა. მაისურაძემ შური იძია...

ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში
ჩანაწერი

ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ოფისში, 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია 1999“ პირველ ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩს 8 ან 9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო, 15 ან 16 ივლისს შვედეთში გაიმართება. კონფერენციის ლიგა ყაზახეთიდან ლუქსემბურგამდე კონფერენს ლიგაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ დღეს წილისყრამ მხოლოდ...

მამარდას თანაგუნდელი მილანში?
ჩანაწერი

მამარდას თანაგუნდელი მილანში?

„მილანს’’ „ვალენსიასგან’’ ხავი გერას შეძენა უნდა. ამჟამად ნახევარმცველი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს. იტალიური წყაროები იტყობინებიან, რომ „როსონერის’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილ კლუბთან საწყისი მოლაპარაკება შედეგიანი ჰქონდა და დღეს 22 წლის ნახევარმცველში ესპანელებს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. შეგახსენებთ, რომ „მილანსა’’ და „ვალენსიას’’ ბოლო წლებში საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მამარდას თანაგუნდელთაგან მილანელებმა 2023-ში უკვე იყიდეს ამერიკელი...

გრიზმანის დიდი გამარჯვება
ჩანაწერი

გრიზმანის დიდი გამარჯვება

ანტუან გრიზმანმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში მწარე მარცხი იწვნია ― მისმა „ატლეტიკომ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო, მაგრამ ესპანური გუნდის ფრანგი ვარსკვლავისთვის ის დღე მაინც სასიხარულო იყო: მას მეოთხე შვილი შეეძინა. „გუშინ, 15 ივნისს დაიბადა შაი გრიზმან ჩოპერენია, ჩვენი ფაზლის ნაკლული ნაწილი’’, ― დაწერა 34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე, თუმცა არ დაუზუსტებია პატარა გოგონაა თუ...

გიგაშვილის იმედადღა დავრჩით
ჩანაწერი

გიგაშვილის იმედადღა დავრჩით

გასულ უქმეებზე გამართული მატჩების შედეგად გაირკვა, რომ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთადერთი ქართველი გააგრძელებს. პარალელურად გაირკვა ლიგაში დარჩენა-გავარდნის ამბავი, ინგლისის ჩემპიონიც გამოვლინდა და რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის გამარჯვებულიც ტოპ 14 გიორგი ახალაძის „კლერმონი“ ბასკეთს ესტუმრა და იქაურ „ბაიონს“ ფაქტობრივად ვერაფერი დაუპირისპირა. მასპინძლებმა 20:3 იმარჯვეს და საჩემპიონო პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც 20 ივნისს რეგულარული სეზონის მომგებ „ტულუზს“...

გრიგალაშვილის ვერცხლი
ჩანაწერი

გრიგალაშვილის ვერცხლი

ბუდაპეშტში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიოს პირველობის მეოთხე დღეს კაცებმა „გვალვიანი“ გამოსვლა დაასრულეს და ტატო გრიგალაშვილიმა (81 კგ) საქართველოს დელეგაციას კაცებში პირველი მედალი მოუტანა – 25 წლის ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონობა სამჯერ ჰქონდა მოპოვებული, ამჯერად ვერცხლს დასჯერდა. ტატომ საწყის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედატ ალბაირაკი დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი გიორგი გრამატიკოვს, ბელგიელ მატიას კასესა და აზერბაიჯანელ...

რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?
ჩანაწერი

რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?

კანგ-ინ ლის 2024 წლის 9 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. კორეელმა ბოლოს ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს’’ კარში შეაგდო. გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეთა შორის ის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო და თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კანგ-ინ ლი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად 16 წუთით შევიდა...

მადრიდელების გაგუდვა კალიფორნიულ ხვატში
ჩანაწერი

მადრიდელების გაგუდვა კალიფორნიულ ხვატში

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ამ ეტაპზე ყველას რომ აღემატება ეს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში დამტკიცდა, სადაც „პარი სენ ჟერმენმა’’ B ჯგუფის შეხვედრაში „ატლეტიკოს’’ მარტივად მოუგო 4:0. „ინტერის’’ 5:0 ძლევის შემდეგ ეს იყო პარიზელთა პირველი მატჩი. გოლები გაიტანეს ფაბიან რუისმა, ვიტინიამ, სენი მაიულუმ და კან-ინ ლიმ პენალტით. ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ორი გოლის ავტორებს...

ეთერ პირველი
ჩანაწერი

ეთერ პირველი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 15 ივნისს ერთმანეთს ქალთა შორის 57, ხოლო მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენები გაეჯიბრნენ. ბუდაპეშტის ტატამზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი გავიდა – ლაშა შავდათუაშვილი, ნინო ლოლაძე და ეთერ ლიპარტელიანი. შავდათუაშვილი და ლოლაძე ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობნენ, ლიპარტელიანმა კი ისტორიული შედეგი აჩვენა – ფინალში იაპონელი მომო ტამაკა დაამარცხა და...