წელი: 2025

Home 2025
ბრაზილიაში პარი სენ ჟერმენის სიკვდილზე ალაპარაკდნენ
ჩანაწერი

ბრაზილიაში პარი სენ ჟერმენის სიკვდილზე ალაპარაკდნენ

„ისტორიული!’’  „დაუვიწყარი გამარჯვება, რომელიც ევროპას შოკში ჩააგდებს!’’ ― ასეთი სათაურებით აივსო ბრაზილიური პრესა „ბოტაფოგოს’’ მიერ „პარი სენ ჟერმენის’’ 1:0 ძლევის შემდეგ. შეხვედრის წინ პსჟ ცხადია ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის მფლობელმა ბრაზილიური წინააღმდეგობა ვერ დაძლია. „სამხრეთ ამერიკის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-ს მოუგო, ის ჯიბეში ჩაისვა და თორმეტწლიან გვალვას ბოლო მოუღო’’, ― დაწერა Globo...

პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი
ჩანაწერი

პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი

„ბოტაფოგოსთან’’ გასაკვირი დამარცხების (0:1) მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ირვინის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა. ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლები იყო. „პარიზიენი’’ წერს, რომ პასადენაში წაგებისა და მერვედფინალში ვერგასვლის მიუხედავად პარიზული კლუბის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ხუმრობდნენ და გასული კვირის იუბილარებს, გონსალო რამუშსა და ნუნუ მენდეშს საპატიო დერეფანიც მოუწყვეს. პარასკევის ვარჯიშის მთავარი ამბავი კი ოსმან დემბელეს ჯგუფში დაბრუნება...

საქართველო ოქროა!
ჩანაწერი

საქართველო ოქროა!

ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი შერეული გუნდურ შეჯიბრებითა და საქართველოს ჰიმნით დასრულდა – ჩვენი გუნდი პირველად გახდა პლანეტის საუკეთესო გუნდი!!! ფინალში საქართველომ სამხრეთ კორეის ნაკრები 4:1 დაამარცხა. მართალია, გურამ თუშიშვილმა (+90 კგ.) პირველივე ბრძოლა წააგო, მაგრამ წლევანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) ანგარიში გაათანაბრა; იქვე მიშო ბახბახიშვილმა (73 კგ.) საქართველოს ნაკრები დააწინაურა; მარიამ ჭანტურიამ (70 კგ.)...

38 ქართველის სეზონი…
ჩანაწერი

38 ქართველის სეზონი…

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში ახალდასრულებულ სეზონში მონაწილეობა 38-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო, რომელთა შორისაც რამდენიმე ბორჯღალოსანია. ტურნირი „მონტობანმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულ „გრენობლს“ აჯობა, ხოლო „ალპელებმა“, თავის მხრივ, მეორე შანსიც გაანიავეს, როცა გადასასვლელ პლეი-ოფში საკუთარ მოედანზე „პერპინიანთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ჩვენებურებს, 38-დან 8 ქართველმა „ორიაკის“ მაისურით ითამაშა, 7-მა – „ნევერის“, ხოლო „კოლომიემ“,...

პსჟ-მ ახლა სიეტლთან უნდა მოიგოს, რომ არ გავარდეს
ჩანაწერი

პსჟ-მ ახლა სიეტლთან უნდა მოიგოს, რომ არ გავარდეს

„პარი სენ ჟერმენს’’ „ბოტაფოგოსთან’’ რომ მოეგო მერვედფინალში დაიბევებდა ადგილს, ახლა კი ორშაბათს „სიეტლთან’’ უნდა გაიმარჯვოს რათა… არ გავარდეს. არადა, სამხრეთ ამერიკულ კლუბებს შორის ერთ-ერთ უძლიერესს (თუ უძლიერესს არა) პსჟ მთელი შეხვედრის განმავლობაში სჯობდა, მაგრამ 0:1 წააგო. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს 3 მაისის შემდეგ არ წაეგოთ. მაისის დასაწყისში ლუის ენრიკეს გუნდი სტრასბურში დამარცხდა. „ბოტაფოგოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონი ბურთს...

სენტ ეტიენი იმედს შემტევი წყვილის გაყიდვაზე ამყარებს
ჩანაწერი

სენტ ეტიენი იმედს შემტევი წყვილის გაყიდვაზე ამყარებს

„სენტ ეტიენმა’’ ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და გავარდა. ამას წესით ფინანსური პრობლემები უნდა გამოეწვია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა იმედიანადაა და გასული ზაფხული ორი შენაძენის გაყიდვით აპირებს სამომავლო ფულის შოვნას. ორიდან ერთი 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც „სენტ ეტიენში’’ „ბორდოდან’’ 6 მილიონად გადავიდა და ახალ გარემოს კარგად მოერგო. მან „მწვანეების’’ მაისურით 33 შეხვედრაში 9...

თუშიშვილის ვერცხლი
ჩანაწერი

თუშიშვილის ვერცხლი

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმეწონოსანთა დღე დადგა და კვარცხლბეკზე ქართველიც ავიდა – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, თუშიშვილმა ბრწყინვალე სტარტი აიღო: ჯერ სლოვაკ მარიუშ ფიზელს 57 წამში აჯობა; შემდეგ გერმანელი ლოსენი კონე იპონზე მოიქნია; მეოთხედფინალში, აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე თანამემამულე უშანგი კოკაურსაც იპონით აჯობა; ნახევარფინალში კი, ბრწყინვალე სტილში დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი,...

იუვე ტრამპმა მიიღო
ჩანაწერი

იუვე ტრამპმა მიიღო

რა არ ხდება! ამერიკაში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მყოფი ტურინის „იუვენტუსი’’ დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში ესტუმრა. როგორც იტალიური მედია გვატყობინებს, აშშ-ს პრეზიდენტი ისრაელისა და ირანის კონფლიქტის შესახებ ლაპარაკობდა, უკან კი „ბებერი ქალბატონის’’ ფეხბურთელები ედგნენ. ოვალურ კაბინეტში აგრეთვე იყვნენ მწვრთნელი იგორ ტუდორი, გენერალური მდივანი ჯონ ელკანი, „შავ-თეთრების’’ სხვა მაღალჩინოსნები და ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო. ტრამპს თავიდან ელკანის...

მამა ნეიმარი: თქვენ გგონიათ რომ მყესები პოკერის თამაშის დროს გაიწყვიტა?
ჩანაწერი

მამა ნეიმარი: თქვენ გგონიათ რომ მყესები პოკერის თამაშის დროს გაიწყვიტა?

33 წლის ნეიმარს ბოლო პერიოდი მკრთალი ჰქონდა: „ალ-ჰილალსა’’ და „სანტოსში’’ თავი ვერაფრით გამოიჩინა. არადა გაისად მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელსაც აშშ, კანადა და მექსიკა მასპინძლობენ. აქვს „ბარსელონასა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ ყოფილ ფეხბურთელს მუნდიალში მონაწილეობის შანსი? ფრანგულ „ეკიპს’’ ფეხბურთელის მამა და აგენტი უფროსი ნეიმარი ელაპარაკა. ნეიმარმა პსჟ-ში არცთუ მცირე დრო, 2017-2023 წლები გაატარა და რომ წავიდა დატოვა...

კარგად მიმდინარეობს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი?
ჩანაწერი

კარგად მიმდინარეობს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი?

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 13 ივლისამდე გასტანს, როგორც ჩანს კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის საგნად დარჩებაო, წერს „ლე მონდი’’. გავლენიანი ფრანგული გაზეთი შეგვახსენებს, რომ თავდაპირველად კამათის საგანი ახალი ფორმატი იყო ― ფიფამ გუნდების რაოდენობა 32-მდე გაზარდა და ისედაც გადატვირთულ კალენდარს ბევრი ახალი მატჩი დაამატა. შემდეგ კრიტიკოსთა ყურადღება საპრიზო ფონდმა მიიპყრო ― დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი; ბოლოს...