ბოლო რამდენიმე კვირაა „ნაპოლის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი გუნდთან მჭიდრო კონტაქტშია. ამ ხნის განმავლობაში „პარტენოპეელებმა” ორი შეხვედრა მოიგეს, ხოლო მესამეში, „მილანთან” 0:2 ჩამორჩენა გამოასწორეს და ფრედ ითამაშეს. ნეაპოლური საიტები იმედოვნებენ, რომ ეს შედეგები პრეზიდენტის სწორი მუშაობის შედეგია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო მატჩის პირველი ტაიმი გუნდმა ძალიან ცუდად ჩაატარა, ბევრი რამ სრულყოფას მოითხოვს. გაზეთ „ილ...
წელი: 2023
დინამომ გრანდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მე-4 ტურში თბილისს მსოფლიო წყალბურთის გრანდი, იტალიური „პრო რეკო“ ეწვია და დეიან სტანოიევიჩის გუნდს მორიგი მარცხი აგემა 16:9. „პრო რეკო“ საქართველოს დედაქალაქში 27-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩამოვიდა და მის გაფუჭებას არც აქ აპირებდა. „დინამო“ მეტოქეს მხოლოდ პირველ მეოთხედში (2:2) გაუძალიანდა, შემდეგ კი, იტალიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და ბოლო მეოთხედის წინ მატჩის ბედი...
… აქ ნუ იტირებ
„ბენფიკას“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის განცხადებას გამოეხმაურა, ვინაც განაცხადა, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა. მანამდე მათეუსმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ფარსი უწოდა. მისი თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჯილდო მესიზე მეტად დაიმსახურა. „წადი სხვაგან იტირე”, – უპასუხა დი მარიამ გერმანელს სოციალურ...
საუდის არაბეთი 2034
2034 წელს ფეხბურთი მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს – ეს ინფორმაცია ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა. „2026 წელს ყველაზე დიდ საფეხბურთო შოუს უმასპინძლებს კანადა, მექსიკა და აშშ. 2030 წელს მონდიალი გაიმართება აფრიკასა (მაროკო) და ევროპაში (პორტუგალია და ესპანეთი), ხოლო სამი მატჩი ჩატარდება სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი). 2034 წელს კი მსოფლიო...
რატომ დასვა რონალდუმ სიცილის ემოჯი?
კრიშტიანუ რონალდუს კრიტიკა ერგო. ინგლისური „სანი” წერს, რომ ეს გამოიწვია პორტუგალიელის მიერ ერთ-ერთი პოსტის კომენტარად დასმულმა ემოჯიმ. თავად პოსტი ლიონელ მესის მერვე „ოქროს ბურთს” ეხებოდა. განვავრცოთ: მესიმ „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთი კარიერაში მერვედ მოიგო, რონალდუ კი 20 წელიწადში პირველად ნომინანტთა შორისაც ვერ მოხვდა. არადა, უკვე ბევრი წელიწადია, რაც მესისა და რონალდუს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვთ პრეტენზია...
რას აკეთებს დე ლაურენტისი გასახდელში?
კვირას „მარადონაზე”, პირველი ტაიმის მერე „მილანი” „ნაპოლის” 2:0-ს უგებდა და თავს მახვილივით დაკიდებული მარცხის სიმძიმე რუდი გარსიას მძიმედ აწვებოდა. სწორედ ამ დროს ანუ შესვენებაზე, „აძურის” გასახდელში შევიდა (ზოგი წყაროს თანახმად შევარდა) პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ლამის ყველა სხვა საქმე გვერდით გადადო და გუნდს დასდევს: ცოტათი მწვრთნელი გახდა, ცოტათი ექიმი, დიდწილად მოტივატორი და...
ბრძენ ფეხბურთელთა საბჭომ გარსიას დაცვა მოსთხოვა
„ნაპოლიში” რუდი გარსიამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფისგან ეგრეთწოდებული ბრძენთა საბჭო რომ შექმნა, ცნობილი ამბავია. და აი, როგორც „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს, საბჭომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა და მწვრთნელს თავისი შეხედულება თუ მოთხოვნა გააცნო. „მათ გარსიას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი თამაშის იმ ფაზაზე მუშაობას უნდა მიეცეს, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ გუნდი...
მესის გამარჯვება ფარსია
გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონის ბოლოს „ოქროს ბურთის“ მიღებას უფრო იმსახურებდა, ვიდრე მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი. „ჰოლანდი მთელი სეზონის განმავლობაში მესიზე უკეთესი იყო. ეს ჯილდო დაუმსახურებელია და ადასტურებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ჩემთვის ჰოლანდზე უკეთესი ბოლო 12...
ბასილაშვილი ჩელენჯს მიღმა დარჩა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ცუდი დროება გრძელდება. ერთ დროს საუკეთესო 20 ჩოგბურთელში მოტრიალე ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეშიც ვერ გავიდა. ჩვენებური კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგან ბილი ჰარისსთან 5:7, 1:6 დამარცხდა. არადა, პირველ სეტში ბასილაშვილი მოგებასთან ახლოს იყო და სამმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც სეტი მოიგო და შემდეგ მატჩიც ზედ მიაყოლა. შეგახსენებთ,...
ფრანს ფუტბოლმა ვალენსია შეურაცხყო
ორშაბათს „ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე „რეალის” ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა ტრიბუნიდან რასიზმი დაგმო. ამ დროს ეკრანზე ჩანდა ვალენსიაში, „მესტალიაზე” გადაღებული ფოტო, რამაც ესპანური კლუბი აღაშფოთა. ვალენსიელებმა სოციალურ ქსელებში დაუყოვნებლივ გაავრცელეს მესიჯი, სადაც ამ გამოსახულების გამოყენება გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ის, რაც გასული სეზონის მიწურულს „მესტალიაზე” მოხდა იყო კერძო შემთხვევა, რომელიც კლუბმა დაგმო და დამნაშავეები მაქსიმალურად მკაცრად დასაჯა. ფოტოზე,...









